ემიგრაციამ სამხრეთ კავკასიაში დემოგრაფიული სტრუქტურა შეცვალა. ყველა ქვეყანას საკუთარი თავისებურებები გააჩნია. სომეხ მომუშავე-მიგრანტების უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ, საქართველოში უმრავლეს მომუშავე-მიგრანტს კი ქალები. შრომითი მიგრანტების 82,4%-ს სომხეთიდან შეადგენენ კაცები. საქართველოში შრომითი მიგრანტების 54,6%-ს წარმოადგენენ ქალები.
„სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია - არანაირი სამუშაო ადგილი, ახალგაზრდები იძულებული არიან დატოვონ სახლები, რათა იპოვონ სამუშაო და დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს“ - ამბობს ჰასმიკ გრიგორიანი.
ჰასმიკი ძალიან დაკავებულია. მას ბევრი სამუშაო აქვს. ასევე, მან უნდა შეასრულოს ის სამუშაო, რომლითაც ზოგადად კაცები არიან დაკავებული. „ჩვენ უნდა შევასრულოთ ფიზიკური სამუშაო. მე ვჩეხავ ხეებს, ვუვლი საქონელს, ვმუშაობ მიწასთან. ჩვენ ყველაფერს ფიზიკურად ვასრულებთ, ვთესავთ, ვრწყავთ, ვხნავთ. ძალიან ბევრი სამუშაოა სოფელში, კაცები კი სახლში არ არიან, ამიტომაც ქალებს უწევთ მათი სამუშაოს საკუთარ თავზე აღება“.
სოფლებში ოჯახები არ არის სრული, ამბობს ჰასმიკი. მას ჯანმრთელობასთან პრობლემები გააჩნია - ხელხემლის თიაქარი აქვს. იმის გამო, რომ ისინი რთულ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, ქალების უმრავლესობა განიცდის ზურგის სხვადასხვა დაავადებებს.
გეგარკუნიკის რეგიონის სოფლებში სომეხი ქალები წლის უმრავლეს დროს დაკავებული არიან კაცის სამუშაოთი, რადგან კაცებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა სახლში სამუშაოს არარსებობის გამო. რეგიონის რამოდენიმე სოფელში კაცების 90% იმყოფება ემიგრაციაში - 8-9 თვის მანძილზე წელიწადში. ისინი, ძირითადად, რუსეთში მიდიან და მუშაობენ მშენებლობაზე. ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ იპოვიან სამსახურს თავიანთ სოფელში, ისინი არ დატოვებენ ქვეყანას. სამუშაოს სხვა ქვეყნებში მოჰყვება ღრმა და გამოუსწორებელი შედეგები რეგიონში მცხოვრები ქალებისა და ბავშვებისათვის. ქალებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რაც გამოწვეულია რთული ფიზიკური სამუშაოთი და ემოციური პრობლემებით. ბავშვები იზრდებიან მამებისგან შორს.
გეგარკუნიკის რეგიონის სოფელ ლჩაპში, ვერჩალუის დავთიანის მეუღლე და ორი შვილი შრომითი მიგრანტები არიან. ის სახლის საქმეებს მარტო ასრულებს. „ჩვენ კარტოფილი მოგვყავს, ჩენი შვილები მძიმედ შრომობენ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ფერმერები ვართ და ყველანაირი სამუშაო უნდა შევასრულოთ,“ - ამბობს ის. მძიმე ფიზიკური სამუშაოს გამო, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „თავიც მტკივა, წელიც და სახსრების ტკივილიც მაქვს. ყველა ეს ტკივილი მძიმე შრომის შედეგია,“ - ამბობს ვერჩალუის დავთიანი.
ბოლო წლებში გაიზარდა ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობა. ლისინე მუსინიანი, ოჯახის ექიმი გეგარკუნიკის რეგიონში თვლის, რომ აღნიშნული სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. „ოჯახში ერთადერთმა ზრდასრულმა, ქალებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე კაცების ვალდებულება. წელიწადში 7-8 თვის მანძილზე ისინი მუშაობენ როგორც თავიანთი თავის, ისევე კაცების მაგივრადაც. ისინი ზრუნავენ ბავშვებზე, მუშაობენ მიწასთან, უვლიან საქონელს. ეს მოქმედებს ქალების ჯანმრთელობაზე. მათ პრობლემები აქვთ ხერხემალზე, კუნთებსა და ძვლებზე“ - ამბობს ექიმი მუსინიანი.
გარდა ამისა, ქალებს, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ, რადგან კაცების არყოფნისას სრული პასუხისმგებლობა მათზე გადადის. „მახსოვს, ერთხელ სკოლაში ვთქვი, რომ ბავშვები ნაკლებად დისციპლინირებული არიან, მასწავლებელმა კი მითხრა თუ რას მოველოდი, როცა ბავშვები იზრდებიან მხოლოდ ერთ მშობელთან, მამის გარეშე“.
ექიმი მუსინიანი ამბობს, რომ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ზრდა. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, როცა კაცები ბრუნდებიან სხვა ქვეყნებიდან და გადააქვთ სხვადასხვა ინფექციები. ეს ინფექციები განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდა წყვილებში.
16 წლის ანა თაბაგარი დედას რვა წელია მხოლოდ ეკრანზე უყურებს. ანას დედა, ათენში, ემიგრაციაში იმყოფება. იქ მოხუც ქალს უვლის. ანამ დედა ბოლოს საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან ნახა, როდესაც დედამ გამომშვიდობებისას გულში ჩაიკრა და დიდხანს არ უშვებდა. მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ მასთან ჩახუტებას რვა წელი ვერ შეძლებდა. ანას დედა აფხაზეთიდანაა დევნილი, მამა - ოსეთიდან, ახლა ორივე ემიგრაციაშია. დედა საბერძნეთში, მამა - თურქეთში. ისინი უმუშევრობამ და სოციალურმა გაჭირვებამ გახადა იძულებული სამშობლო და ოჯახი დაეტოვებინათ. ანა ყოველ დღე ვირტუალურად ეკონტაქტება მშობლებს. თუმცა დედას ამის უფლება ყოველთვის არა აქვს - მისი დამქირავებელი უშლის. ანას ცხოვრებაში ბევრი კითხვა და ბევრი ტკივილია. ამ ტკივილმა დააწერინა ესსე „სკაიპის დედა“.
მარი ბოჭორიშვილი 11 წლის იყო, როდესაც დედა თეა ჭედია კანადაში გაემგზავრა. თეა იქ დასაქმდა. ქალაქ ოაკვილეში სახლების დალაგება უწევს. ამით გამოიმუშავებს თანხას, რომელსაც მთლიანად ოჯახს უგზავნის. მარის მამაც ემგირაციაშია,ესპანეთში მშენებლობაზე მუშაობს. მანამდე წლების განმავლობაში ეძებდნენ საქართველოში სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ორივე მშობელი შორიდან ეხმარება ოჯახს, თუმცა მსხვერპლის ფასად ,ისინი წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ შვილებს. მარი ახლა 16 წლის არის, ბებიასთან და უფროს ძმასთან ცხოვრობს. კარგად სწავლობს და კარგად ცეკვავს. დედასთან მუდმივ კონტაქტშია, თუმცა მხოლოდ ტელეფონით.
მერაბი მარტო შეუდგა შვილის აღზრდას, არც დედა და არც და არ დაიხმარა. უვლიდა ბავშვს და ცდილობდა უდედობა არ ეგრძნო. ნესტანი კი საარსებო ფულს აგზავნიდა. მერაბი ახლა მეგობართან ერთად სოფელ ვარციხეში ცხოვრობს და მუშაობს და ელოდება დროს, როდესაც ნესტანს ემიგრაციიდან დაბრუნების საშუალება ექნება.
მაია ცირამუა - ექსპერტი საქართველოდან, იკვლევს ოჯახებზე ემიგრაციის უარყოფით ზეგავლენას.
პროექტი ხორციელდება მულტიმედია განათლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის შინაარსი არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის მოსაზრებას.