Loading

კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები

საქართველოს ეოვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. იგი მოიცავს : 12 მუზეუმს, ეროვნულ გალერეას, 4 სახლ-მუზეუმსა და 2 სამეცნიერო კვლევით ცენტრს.

ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა - ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა.

ეროვნული მუზეუმის გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები, ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები, ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.

შენობის აგების ისტორია სასახლეს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. 1882 წელს, გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ქალაქ ქუთაისში ულამაზესი ქალბატონი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული გაუმხილა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა.

ამ სასახლეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დავით არსენიშვილის (1905-1963; მოგვიანებით იგი მოსკოვში ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა) მიერ 1927 წელს დაარსებული სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა. დღეს ის პროფილით ერთადერთია კავკასიაში, ხოლო კოლექციის სიმდიდრით მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმების თანატოლი. აქ დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ.

თბილისის ციფრული სივრცე გაიხსნა 2019 წლის 7 ოქტომბერს. ახალი მუზეუმი მდებარეობს სავაჭრო და გასართობ ცენტრში თბილისი მოლი. მას აქვს სამი მულტიმედიური დარბაზი საერთო ფართობი 500 კვადრატული მეტრი. თითოეულ მათგანს, სტუმრებს საშუალება ექნებათ განახორციელონ ურთიერთქმედება ციფრულ სივრცეში.

ასევე , შესაძლებელი იქნება , ინახულონ «უსასრულო განათების და სილამაზის მსოფლიო» სადაც არის წარდგენილი ექსპოზიცია “ ტყე ცეცხლში”. ექსპოზიცია მთავარ დარბაზში იქნება მთლიანად ბუნებაზე - ეს იქნება ყვავილები, პეპლები, ოკეანე , ჩანჩქერები და ა.შ... მაგრამ ეს ექსპოზიციები არ იქნება მუდმივად , იგი განახლდება.

თბილისის ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის. სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი აღფრთოვანებული დარჩება. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის.

"ისიამოვნეთ ჰოლოგრამების კოლექციით, იხილეთ ყველა ოპტიკური ილუზია და ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ინსტალაცია."

ასე რომ, თბილისი დამთვალიერებლებს სთავაზობს როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე ციფრულ სივრცეებსაც.

Anchor link copied.