კირა ანდრონიკაშვილი 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მშობლები ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე ჯორჯაძე იყვნენ. მისი მამიდები იყვნენ 20-30 იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და 1937 წელს რეპრესირებული მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ( უფროსი).
1 - ფოტოზე უფროსი კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც მუნჯი კინოს შედევრში "ელისო" მთავარ როლს ასრულებს. მისმა მეუღლემ გერმანული წარმოშობის რუსმა პოეტმა ბორის პილნიაკმა სტალინს მწერლების დასაცავი წერილი მისწერა რის გამოც 1937 წელს დახვრიტეს - კირა კი ასტანაში სამშობლოს მოღალატეების ცოლების ბანაკში გადაასახლეს, ჩამოაშორეს მის ოჯახს და კინოს
2. ფოტოზე ნატო ვაჩნაძე - მუნჯი კინოს ლეგენდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი - მისი პოპულარობისა და მოთხოვნადობის ხარჯზე ქართული კინოსტუდია სახკინმრეწვი მთელს საბჭოთა კავშირში უმსხვილესი გახდა - ნატა 1953 წელს ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა.
3. ფოტოზე ნატოს და კირას ძმისშვილი უმცროსი კირა ანდრონიკაშვილი ის მამიდებს ხშირად მიჰყავდათ კინოსტუდიაში, თუმცა მაშინ ვერ იფიქრებდნენ რომ მათი ძმისშვილის მთავარი სიყვარულიც კინო იქნებოდა.
პირველად კონო სინჯზე 7 წლის ასაკში მოხვდა, როცა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლის შესასრულებლად მიიწვია, მაგრამ დაიწუნეს. მიზეზი ის იყო რომ სოფლელ ბავშვს არ ჰგავდა.
" იმ დღეს დაიღუპა, როცა დაიბადა..." - კ.ა
"ჩემი ბაბუა- გიორგი ანდრონიკაშვილი, ბავშვებთან ერთად იმპერიის არმიის კავალერიის ჯარისკაცი, მოგვიანებით თერგის ოლქის უფროსი, ის განსაკუთრებული დავალების, იმ დროის ცნობილი ყაჩაღის ზელიმხანის დაკავებისას დაიღუპა.
მეუღლე ეკატერინე სლივიცკაია, იტალიური წარმოშობის პოლონელი ვარშავაში გაიცნო, საქართველოში წამოიყვანა. 29 წლის იყო ჩემი ბებია როცა დაქვრივდა, მერე რომ ეკითხებოდნენ უკვე ასაკში მყოფს, ისე, მეორედ რატომ აღარ გათხოვდიო, პასუხობდა. მე ჩემს ქმარს გიორგი ანდრონიკაშვილს მთელი სიცოცხლით მივთხოვდიო."
" ერთხელ ძალიან ახალგაზრდა ოპერაში პრემიერაზე შევდივარ და ჩემს გვერდით შემოვიდა სერგო ფარაჯანოვი, ჩემს დანახვაზე გაშალა ხელები და რუსულად მითხრა - შენ ჩემო რუსულო სილამაზევო. მე შევიცხადე და ვუპასუხე, რუსული სილამაზე არა, ქართველი ვარ. ეკატერინე ჯორჯაძის შვილი - ვართქო. "
"ყველა ჩემი როლი მიყვარს, ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში"
"განსხვავებულად მიყვარს - "მე ბებია ილიკო და ილარიონიდან", ძაბული - " მთვარის მოტაცებიდან", რომლის გადაღებებისასაც 27 წლის ვიყავი, ზემო აფხაზეთში ვიღებდით, საკმაოდ ცივ ამინდში და თხელი ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ არ გავციებულვარ"
"კინოგადაღებას ეს თავისებურება აქვს - არ ცივდება მსახიობი...""
"მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის შეყვარებული ვარ"
" გარეგნული სილამაზე ადამიანის სულიდან მოდის, ადამიანებმა სული უნდა გაილამაზონ, მე მინდა ქართველ ერს ჰქონდეს სიკეთის სხივი ქალაქში.." - კ.ა
"სიყვარულს მალვა არ უნდა, პირიქით. უთხარით ყველას რომ გიყვართ... მოათბენ, მოათბეთ სიყვარული რომ არ გაგიცივდეთ!"
"იმდენი იჩხუბეთ შეუღლებამდე რომ მერე აღარ იჩხუბოთ, იმდენი ვარდი აჩუქეთ საყვარელ ადამიანს რომ მერე მთელი სიცოცხლე სიტყვიერად უხსნიდეთ სიყვარულს...."
"ჩემი მეუღლე „მთვარის მოტაცების“გადაღებისას გავიცანი, ძალზედ პოეტური შეხვედრა იყო, რომელსაც ოდესმე დავწერ. ერთად ოცდათვრამეტი წელი ვიყავით.გარდაცვალებამდე ცუდად გახდა."
"როცა მოვინახულე, სულ სხვა ადამიანი დამხვდა, სრულიად შეცვლილი და მე ის უფრო შემიყვარდა..."
"ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ბევრ ადამიანს ვუყვარვარ."
"სიყვარული თავისით არ მოდის"
"სიყვარული რომ მოიპოვო, კარგი უნდა დათესო, სიკეთე უნდა აკეთო და მადლად, სიყვარულად დაგიბრუნდება”
"მთავარია ადამიანი იქ მოხვდე, სადაც შენი ადგილია"
"37 წლის ასაკში ბებია გავხდი, ეს გადასარევი შეგრძნება იყო, მეგონა, ბავშვი მე გავაჩინე და სულ მინდოდა, ძუძუ მეჭმია. სულ ვიხუტებდი, გულში ვიკრავდი, ჩემს შვილიშვილებს ვზრდიდი, ხან ერთს მივარბენინებდი ეტლით, ან მეორეს ხელით, მათზე ძალიან ვზრუნავდი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
ერთმა ამხანაგმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა, მითხრა, ამ ამპლუაში რა სხვანაირი ხარ, რამდენად დიდი ბედნიერება გაქვს სახეზეო... ახლა უკვე დიდები არიან, მუშაობენ, შრომობენ და აღარ სცალიათ ჩემთან ხშირად რომ იყვნენ. სამი შვილთაშვილი მყავს, მაგრამ მათზე ამაგი ნამდვილად აღარ მაქვს.
მე მინახავს ქალები, რომლებიც სალონებში გაუთავებლად გადადიან ერთი პროცედურიდან მეორეზე და დაღლილები არიან, როცა ამ ყველაფრით დაღლილი ხარ ვერ იქნები ლამაზი.."
მასალაზე მუშაობდნენ: ანამარია ქუთათელაძე და დავით სორდია.