ბავშვის დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებული დღეა როგორც პატარა იუბილარისთვის, ასევე მშობლებისთვის. თუმცა, როცა ეს დღესასწაული წყლის სამყაროში ჩაივლის, ორმაგად დასამახსოვრებელი ხდება.
"ჯინო ჯუნიორში" სწორედ ასეთი გარემოა, სადაც თითოეული წუთი სავსეა მხიარულებით, თამაშებითა და დაუვიწყარი ემოციებით.
წყლის თამაშები
დაბადების დღე იწყება ენერგიულად და ხმაურიანად: ბავშვები ერთვებიან წყლის თამაშებში, სადაც ყველაზე პოპულარულია შეჯიბრებების სტილის აქტივობები.
ეს შეიძლება იყოს გუნდური გარბენები, წყლის ბურთებით თამაში და სხვა წყლის თამაშები. სიცილი, აზარტი და წყლის ჭავლები პირველივე წუთებიდან ქმნის განსაკუთრებულ განწყობას.
პატარა იუბილარი ხელის ანაბეჭს ტოვებს სამახსოვროდ.
კვება და განტვირთვა
აქტიური თამაშების შემდეგ გემრიელი მენიუ ელოდებათ ბავშვებს.
ბავშვები სიხარულით მიირთმევენ, მშობლებს კი ამ დროს აქვთ შესაძლებლობა მშვიდად დაისვენონ და გაატარონ დრო.
ბავშვების რაოდენობაზე გათვლილი მენიუ დეტალურად:
მენიუ N 1 ➤ 19 მენიუში შედის: ბურგერი, ფრი, კეტჩუპი და კოკა კოლა
მენიუ N 2 ➤ 20 ლარიან მენიუში შედის: ან ფენოვანი ხაჭაპური, ან ჰოთდოგი ფენოვან ცომში (სურვილისამებრ ირჩევთ), ფრი, კაკაოს მაფინი, ხილის სალათა, ნატურალური წვენი
მენიუ N 3 ➤ 25 ლარიან მენიუში შედის: ბურგერი, ფრი, მაფინი, ხილის სალათა, ნატურალური წვენი
მენიუ N 4 ➤ 30 ლარიან მენიუში შედის: ხაჭაპური, ჰოთდოგი, ფრი, მაფინი, ხილის სალათა, ნატურალური წვენი
დამატებითი უფროსის ღირებულებაა 55 ლ დამატებითი ბავშვის ღირებულებაა 59 ლ .
ფასდაკლება არ ვრცელდება პაკეტის მიღმა, ინდივიდუალურად დამატებულ სტუმრებზე.
“გადაყვანის” პროგრამა
კვების შემდეგ იწყება ბოლო აქტიური ნაწილი: ანიმატორი ბავშვებს ისევ მორიგი თავგადასავლით ართობს. ისინი მიემართებიან სლაიდებისკენ, ერთობიან აუზში ან ერთობლივ თამაშებში. ამ ნახევარი საათის განმავლობაში მშობლებს კვლავ თავისუფალი დრო აქვთ, ბავშვები კი მხიარულად ატარებენ დროს.
პროგრამის ოფიციალური დასრულების შემდეგ, იუბილარი და მისი მეგობრები თავისუფლად აგრძელებენ გართობას აკვაპარკში მთელი დღის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ დაბადების დღე არ მთავრდება - ის საზაფხულო თავგადასავალში გადაიზრდება.
ჯინო ჯუნიორი უნიკალური სივრცეა, სადაც ბავშვის დაბადების დღე ჩვეულებრივ დღესასწაულზე ბევრად მეტი ხდება. ეს არის ემოციებით, ზღაპრული ელემენტებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე თავგადასავალი, რომელიც ბავშვების გულებში დიდხანს დარჩება.
დაბადების დღის პროგრამის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე