ჯემის შექმნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ტკბილი მოგზაურობა წარსულში

ჯემი არ არის მხოლოდ გემრიელი დელიკატესი, არამედ მრავალი ხალხის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ნაწილია. მისი ტკბილი არომატი ბავშვობას გვახსენებს და ბებიაზე თბილ მოგონებებს აღვიძებს.

სად და როგორ დაიწყეს მისი მომზადება

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ მისი ისტორია შორეულ წარსულში მიდის.

უძველესი ცივილიზაციები:

აღმოსავლეთი:

ძველ ეგვიპტეში ლეღვის, ფინიკისა და ნესვისგან ამზადებდნენ ჯემს, დამატკბობლად კი თაფლს იყენებდნენ.

მესოპოტამიაში მიირთმევდნენ ფინიკის პიურეს თაფლით.

სპარსეთში კი ჯემს კომშის, ატმისა და გარგარისგან ამზადებდნენ.

ევროპა:

ძველ საბერძნეთსა და რომში ხილს თაფლში ადუღებდნენ და სანელებლებს უმატებდნენ.

რომაელები კომშისა და შინდისგან ჯემს ამზადებდნენ.
ევროპაში, აღმოსავლეთთან ვაჭრობის ზრდასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახდა ახალი სანელებლები და ხმელი ხილი, რამაც გაამდიდრა ჯემის რეცეპტები.
არაბული ქვეყნებიდან შემოტანილმა შაქარმა კი თანდათან ჩაანაცვლა თაფლი, როგორც დამატკბობელი.

დღეს ჯემის მრავალი რეცეპტი არსებობს. მას მრავალფეროვანი ხილისგან, კენკრისგან, ბოსტნეულისგან და ვარდის ფურცლებისგანაც კი ამზადებენ.

ჯემი არ არის მხოლოდ დესერტი, არამედ მსოფლიო კულტურის ნაწილი, კომფორტისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო.

საინტერესო ფაქტები:

მსოფლიოში ყველაზე ძველ რეცეპტად ითვლება ლეღვის მურაბა, რომელიც ფარაონ ტუტანხამონის სამარხშია ნაპოვნი.

შოტლანდიაში ყოველწლიურად იმართება ჯემის ფესტივალი, სადაც შეგიძლიათ ასობით სხვადასხვა სახის ჯემის დაგემოვნება.

ჩინეთში ლოტოსის მურაბა დელიკატესად ითვლება.

ჯემი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საუზმედ ითვლება. მას სიამოვნებით მიირთმევენ გახუხულ პურთან, კრუასანთან, იყენებენ სხვადასხვა დესერტების გასამრავალფეროვნებლად და ღვეზელების გამოსაცხობად. ზოგი მას კვლავ სახლში ამზადებს, მაგრამ ბევრი ადამიანი სარგებლობს მზა პროდუქციის შეძენით მაღაზიებში, რადგან მისი მომზადება საკმაოდ დიდ დროსთან და შრომასთანაა დაკავშრებული.

ბაზარზე ჯემის მწარმოებელი კომპანიების მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ ჩვენ ფრანგული ბრენდის შესახებ მოგიყვებით, რომლის პროდუქცია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებულია!
St. Dalfour -ის უგემრიელესი ჯემები ხელით მზადდება, აერთიანებს ოჯახურ რეცეპტს ტრადიციულ ფრანგულ ტექნიკასთან და უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებთან.
ბრენდის ისტორია გრძელი და საინტერესოა.

ხილის ჯემის წარმოება მრავალი წელია მიმდინარეობს ახლომდებარე მარმანდეში, რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებითა და აყვავებული მინდვრებით. ხილის შეძენა ხდება რეგიონალური მწარმოებლებისგან. შემდეგ იწყება ჯემის მცირე პარტიებში წარმოების ნელი, ძვირადღირებული და შრომატევადი პროცესი, ფრანგული მემკვიდრეობის ოსტატობის შენარჩუნებით.

St. Dalfour-ის რეცეპტებში, რომლებიც შემონახულია სამი თაობის განმავლობაში, გამოიყენება მხოლოდ ხილი და ყურძნის მარცვალი, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი, მზისგან დამწიფებული ყურძნისგან.

ყურძენი ჯემებს ანიჭებს კარგ კონსისტენციას და ინარჩუნებს თავად ნაყოფის სიჯანსაღესა და გემოს.

St. Dalfour შექმნილია ხილის გემრიელი სირთულისა და ტექსტურის შესანარჩუნებლად, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, შაქრის, ლერწმის შაქრის ან კონსერვანტების გარეშე.
Maître Confiturier (შეფ ტექნოლოგი) იყენებს მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს, ამზადებს საგულდაგულოდ შერჩეულ ხილს და ხილის წვენებს ტრადიციული ჯემის ქვაბებში.
St. Dalfour გთავაზობთ პრემიუმ ხილის ჯემების 22 გემოს

St. Dalfour-ის ჯემები სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის

St. Dalfour-ს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

მისი გამოყენება შეგიძლიათ ბევრნაირად: ნაყინის დრესინგი; დანამატი ფაფებისთვის; ღვეზელების შიგთავსად; გემრიელი ცივი სასმელების მოსამზადებლად!

ჯემი ჯანსაღი, სწრაფი და გემრიელი საუზმის იდეალური გადაწყვეტაა!