"McDonald's"-ის შექმნის ისტორია

მაკდონალდსის კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ქსელია, რომელიც 1940-იან წლებში შეიქმნა. დღეს კი უამრავ მომხმარებელი ემსახურება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

რიჩარდ და მორის მაკდონალდები

რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა ტიპიური ამერიკული ბარბექიუ რსტორანი გახსნეს, რომელიც მძღოლების მომსახურებაზე იყო გათვლილი. ძმები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 1948 წელს “მაკდონალდსს” რეორგანიზაცია ჩაუტარეს. მათი მიზანი იყო დაეხვეწათ სწრაფი მომსახურების სერვისი. როგორც თვითმომსახურების სატრანსპორტო საშუალება, აქცენტი გააკეთეს მარტივ მენიუზე, რომელშიც ცხრა პროდუქტი და მათ შორის 15 ცენტიანი ჰამბურგერიც იყო.

რეი კროკი იყო ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც მაკდონალდსის გლობალური გაფართოების ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. მან იგი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფი კვების ობიექტად.

1954 წელს, რეი კროკმა, გაყიდვების აგენტმა შეიტყო წარმატებული სან-ბერნარდინო, კალიფორნიის რესტორნის შესახებ, რომელიც რიჩარდ და მორის მაკდონალდებს ეკუთვნოდა. მან შემოგვთავაზა მაკდონალდსის კონცეფციის ფრენჩაიზინგის იდეა, რათა გაეფართოვებინა იგი ეროვნულ დონეზე. 1955 წელს კი კროკმა გახსნა პირველი ფრენჩაიზირებული მაკდონალდსის რესტორანი დეს პლეინში, ილინოისში და საბოლოოდ 1961 წელს ძმები მაკდონალდსი 2,7 მილიონ დოლარად გამოისყიდა. მალე კომპანია გახდა ამერიკული სწრაფი კვების კულტურის სიმბოლო.

მაკდონალდსის აქციების დებიუტი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე საჯარო გახდა 1965 წელს. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა "მაკის" ფილიალები სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც უკვე აღვნიშნე რეი კროკს ხშირად მიაწერენ მაკდონალდსის სწრაფი კვების ინდუსტრიის ლიდერად გადაქცევას. რეი კროკი ჩაერთული იყო ქველმოქმედებაში. მან მნიშვნელოვანი თანხები შესწირა სხვადასხვა მიზანს, მათ შორის სამედიცინო კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რეი კროკი გარდაიცვალა 1984 წლის 14 იანვარს, მაგრამ მისი გავლენა სწრაფი კვების ინდუსტრიასა და ბიზნესში დღესაც გრძელდება.

1984 წელს მაკდონალდსმა 30 წლის იუბილე აღნიშნა Chicken McNugget-ის დანერგვით. 2000-იანი წლებიდან მაკდონალდსი ორიენტირებული იყო მენიუს დივერსიფიკაციაზე, უფრო ჯანსაღი ვარიანტებისა და სალათების დანერგვაზე. 2010-იანი წლებში კი მაკდონალდსმა გაიარა მოდერნიზაციის პროცესი, რესტორანმა მომხმარებელს შესთავაზა განახლებული დიზაინით და მენიუს უფრო ჯანსაღი არჩევანი. 2020-იანი წლებიდან მაკდონალდსი აგრძელებს განვითარების პროცესს და არაერთი ქვეყნის კულტურის ნაწილი ხდება.

2022 წლის მონაცემებით მაკდონალდსის რესტორანი სან-ბერნანდოში, დაცულია და ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. რასაც აქვს ისტორიული მნიშვნელობა, როგორც მაკდონალდსის სწრაფი კვების კონცეფციის დაბადების ადგილი. ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები და მაკდონალდსის, როგორც ბრენდის ევოლუცია 1940 წლიდან დღემდე.

პროექტზე მუშაობდა: მარიამ ზაქარიძე