2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით გააკეთებს.
ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვიდან გამომდინარე, იცვლება ხმის მიცემის წესიც, რომელიც მნიშვნელოვანია, თითოეულმა ამომრჩეველმა იცოდეს.
კენჭისყრის დღეს მომზადებულები რომ შევხვდეთ, საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში უნდა გადავამოწმოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია Paybox-ის აპარატითაც, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
ამისათვის უნდა ვეწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდს VOTERS.CEC.GOV.GE, შევიყვანოთ საკუთარი მონაცემები და რუკაზე ვნახოთ, რომელ საარჩევნო უბანზე ვართ რეგისტრირებული.
ჩვენი მონაცემების გადამოწმება შეგვიძლია ცესკო-ს აპლიკაციაშიც - Voters Georgia – Cesko, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც IOS (https://apps.apple.com/us/app/voters-georgia-cesko/id1278834544 ), ისე ანდროიდ (https://play.google.com/store/apps/details?id=ge.gov.cec.voters1&pli=1 ) სისტემაზე.
კენჭისყრა იმართება 2024 წლის 26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისულებმა კი ხმის მისაცემად შემდეგი პროცედურები უნდა გაიაროთ:
4. გაიარეთ მარკირების პროცედურა.
5. ვერიფიკაციის შემდეგ აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც თქვენ ადასტურებთ არჩევნებში მონაწილეობას.
26 ოქტომბრის 20:00 საათზე დაიხურება საარჩევნო უბნები. ხმის მთვლელი აპარატი დაითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამონაწერის ასლს პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადაგზავნის, საარჩევნო უბანზე კი დაიწყება ხელით დათვლის პროცედურა. თუმცა, წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადება უკვე შესაძლებელი იქნება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ შემაჯამებელ ოქმს, რომელიც ბიულეტენების ხელით გადათვლის შემდეგ შედგება და ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურებისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს.