„საზოგადოება ივერიისა“, რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. მისი საქმიანობა დაიწყო მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით. საზოგადოების მიზანია ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება და საზოგადოებისთვის მათი გაცნობიერება.
შექმნილია ქტიტორთა სათათბირო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგება.
ესენი არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი. სამწუხაროდ, საბჭოს ორი წევრი - გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან.
ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე
ეროვნული საგანძურის ცენტრი მახათას მთაზე
2019 წლის ივნისში "საზოგადოება ივერიისამ" გამოაცხადა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი, სადაც გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიელმა არქიტექტორმა ლუიშ ტავარეს პერეირამ.
„საზოგადოება ივერიისამ“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შექმნის სამუშაოები.
ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა
აფხაზეთი
„საზოგადოება ივერიისამ“, ასევე, დააფინანსა სამეცნიერო პუბლიკაციის „აფხაზეთი“ (საქართველოს ეროვნული მუზეუმში დაცული ძეგლების მიხედვით) მომზადებისა და ბეჭდვის პროექტი. ეს ნაშრომები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათი მობილური და ვებ ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ „საზოგადოება ივერიისას“ ვებ გვერდზე www.iveriisa.ge, ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ.
შუა საუკუნეების ქრისტიანული საგანძურის კოლექცია
საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით მოხდა შუა საუკუნეების ქრისტიანული საგანძურის კოლექციის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობაში გადმოტანის პროცესის ხელშეწყობა. ეს იყო საეტაპო, რთული და დიდად საპასუხისმგებლო პროექტი. კოლექციის გადასატანად აუცილებელი იყო სპეციალური სამუზეუმო აღჭურვილობების, მათ შორის, შესანახი სტელაჟების, გადასატანი და შესაფუთი მასალის შეძენა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა
„საზოგადოება ივერიისას“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, კვლევასა და უმაღლესი სტანდარტებით წარმოჩენას.
"საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაში დაცული უნიკალური ხალნაწერების წიგნი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
„საზოგადოება ივერიისას“ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაზე ზრუნვა. „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დამზადდა და ხელნაწერთა ცენტრს საჩუქრად გადაეცა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საგამოფენო სტენდები და ვიტრინები.
ფასეულობათა კვლევის საზოგადოების სალექციო კურსი
ამ მიზნით, მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, თეოლოგები ამუშავებენ კულტურულ და რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სწავლობენ მათ მნიშვნელობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისათვის, როგორც წარსულში ასევე თანამედროვე პირობებში იკვლევენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გამაერთიანებელ თუ განმასხვავებელ ნიშნებს. ამ კვლევების საფუძველზე, საზოგადოებამ შექმნა სამი დისციპლინისგან (ბიბლიური ფასეულობები, აზროვნების ისტორია, ქართული და ევროპული იდენტობა) შემდგარი ლექციების კურსი, რომელთა აუდიოვერსიები ატვირთულია ვებგვერდზე www.paseuloba.ge
დიალოგები
ჟურნალი „გული გონიერი“
„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით გამოიცემა საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“. ის რამდენიმე წელია გამოიცემა, თუმცა, ახლახან განახლდა მისი ფორმატი და თემატიკა. ამჟამად ჟურნალი მსოფლმხედველობრივ და იდენტობის პრობლემატიკაზე კონცენტრირდება. მისიელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია როგორც „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზე, ასევე ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ვებგვერდზე.
„ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“
„საზოგადოება ივერიისას“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“. საზოგადოების ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, დაიგეგმა და განხორციელდა ამ ხატის ასლის მოგზაურობას აქართველოს ეპარქიებში, სადაც ღვთისმსახურებასთან ერთად გაიმართა შეხვედრები მოსახლეობასთან და ჩატარდა ლექციები. ხატის მოგზაურობის დასრულების შემდეგ ,სიწმინდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდა.
ღირსი მამა გაბრიელი და სალოსი
“საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილი, ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლის და სალოსის ხსენების დღეს ჩვენი თანამემამულე ემიგრანტების სანუგეშებლად იტალიაში ჩაბრძანდა.
გელათი
„საზოგადოება ივერიისა“ ჩაერთო გელათის რეაბილიტაციის გრძელვადიან პროცესში. 2023 წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც საქართველოს საპატრიარქო გახდა ხელმძღვანელი და მმართველი გელათის რეაბილიტაციისა. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) მომართვის საფუძველზე, გელათის რეაბილიტაციის გრძელვადიან პროცესში „საზოგადოება ივერიისას“ ეთხოვა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
„საზოგადოება ივერიისამ“ დააფინანსა პროექტის ვებგვერდის შექმნა, რამაც გელათში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე გახადა.
ამის გარდა, „საზოგადოება ივერიისას“ ფინანსური მხარდაჭერით მზადდება სამეცნიერო ნაშრომი „გელათის სამაგიდო წიგნი“, რომელშიც გაერთიანებულია გელათის ხელოვნება, გელათის აკადემიის მთარგმნელობითი და ლიტერატურული საქმიანობის შესახებ ცნობები, არქეოლოგიური კვლევები, ისტორია, გალობა, ფერწერა, კედლის მხატვრობა, მოზაიკა, არქიტექტურა. გელათურ ხელნაწერებს კი ცალკე თავი აქვს მიძღვნილი.
„საზოგადოება ივერიისა“, ასევე, მონაწილეობს გელათის ახალი გენგეგმის შემუშავებაში, რათა განისაზღვროს თუ როგორ წარმოჩინდება გელათი მნახველისთვის, რა აქცენტების შემოტანაა მთავარი.
გელათის აკადემია
გელათის კომიტეტთან ერთად კი „საზოგადოება ივერიისა“ მუშაობს გელათის აკადემიის აღდგენასა და მისთვის მოქმედი ფუნქციის მიცემაზე, რათა ის გახდეს სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცე.
მადლობას გიხდით ყველა შემომწირველს!
„საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე. ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო აუდიტი, რომლის შედეგები „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საზოგადოების ქტიტორთა საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს შემოწირულობით.
შემოწირულობის გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:
სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555
info@iveriisa.ge | www.iveriisa.ge