ბარბის ისტორია: პლასტმასის თოჯინა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

1959 წლის 9 მარტს ამერიკის სათამაშოების ბაზარზე სრულიად ახალი სახის თოჯინა გამოჩნდა: ის არ იყო ჩვილის ვიზუალით, არამედ ზრდასრული ქალის, 29 სანტიმეტრიანი პლასტმასის თოჯინა, სახელად - ბარბი.

ბარბის შექმნის იდეა ეკუთვნის რუთ ჰენდლერს, Mattel-ის თანადამფუძნებელს. ის შთაგონებული იყო თავისი შვილის, ბარბარას თამაშით, რომელიც ხშირად ერთობოდა ქაღალდის თოჯინებით და მათ უფროსების როლებს არგებდა.

იმ პერიოდში, თოჯინები უმეტესად პატარა ჩვილებს ��გავდნენ და გოგოებისთვის თამაში მხოლოდ დედობის პერსპექტივით შემოიფარგლებოდა. ბარბის გამოჩენა ამერიკის ბაზარზე ფაქტობრივად რევოლუციური სიახლე და სრულიად ახალი გზავნილი იყო:

„შენ შეგიძლია იყო ვინც გინდა!“

პირველი ბარბი და გერმანული ინსპირაცია

ბარბის ვიზუალური შთაგონება გახდა გერმანული თოჯინა Bild Lilli, რომელიც თავდაპირველად კომიქსის პერსონაჟის პროტოტიპად შეიქმნა და მამაკაცებისთვის განკუთვნილი კურიოზული საჩუქარი იყო. Mattel-მა შეიძინა Lilli-ს უფლებები და შექმნა მისი ამერიკული ვერსია, რომელმაც მალევე დაიპყრო სათამაშოების ბაზარი.

პირველი ბარბი გამოჩნდა New York-ის სათამაშოების გამოფენაზე. მას ჰქონდა ე.წ. შეკრული თმა („ცხენის კუდი“), ეცვა შავ-თეთრი ზოლიანი საცურაო კოსტუმი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ეკეთა ოქროს საყურეები. იმავე წელს 300,000 ბარბი გაიყიდა.

ბარბის სამყარო ფართოვდება

1961 წელს ბარბის მეგობარი ბიჭი — კენი (Ken) გამოჩნდა, ხოლო 1963-ში საუკეთესო მეგობარი — მიდჯი. 1964 წელს ბარბის პატარა და სკიპერი გაჩნდა. 1968 წელს გამოჩნდნენ პირველი მეგობრები განსხვავებული რასის წარმომადგენლების სახით, თუმცა მხოლოდ 1980 წელს გამოუშვა Mattel-მა აფროამერიკელი და ლათინო ბარბი.

ბარბი და კრიტიკა

ბარბის ფიგურამ თავიდანვე გამოიწვია კრიტიკა. მშობლების ნაწილს მიაჩნდა, რომ მას „მეტისმეტად გამოხატული სხეულის ფორმები“ ჰქონდა. საპასუხოდ Mattel-მა რამდენჯერმე შეცვალა ბარბის სხეულის ფორმა — 2000-იან წლებში ბარბის გაუჩნდა უფრო ფართო წელი, ვიწრო თეძოები და პატარა მკერდი, ხოლო 2016 წელს გამოვიდა სამ ახალ ფორმატში: petite, tall და curvy.

ბარბი — კარიერისტი

ბარბის 250-ზე მეტი პროფესია აქვს, მათ შორის — ასტრონავტი, ექიმი, სპორტსმენი, პილოტი, პრეზიდენტობის კანდიდატი და სხვა. ბარბი არასდროს ყოფილა დედა ან ცოლი. Mattel-მაც ზუსტად ეს გზავნილი გააჟღერა: ბარბი არაა დამოკიდებული მამაკაცებზე ან ოჯახზე — ის უბრალოდ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია.

ბარბი გლობალურად

მიუხედავად იმისა, რომ ბარბი ამერიკული ბრენდია, თოჯინა არასდროს გამოუშვიათ ამერიკაში — წარმოება ხდებოდა დაბალფასიან შრომაზე დაფუძნებულ ქვეყნებში. დღეს ბარბი ისეთივე გლობალური ბრენდია, როგორიც Coca-Cola. 2009 წელს შანხაიში გაიხსნა 6-სართულიანი ბარბის ფლაგმანური მაღაზია, სპათი, კაფეთი და დიზაინის სტუდიით.

მუსლიმურ ქვეყნებში ბარბი აკრძალეს — მაგალითად, საუდის არაბეთში 1995 წელს, რადგან თოჯინა არ პასუხობდა ისლამურ დრესკოდს. მოგვიანებით გაჩნდა ჰიჯაბიანი თოჯინებიც.

ბარბი კულტურასა და ხელოვნებაში

ბარბი შთაგონება გახდა უამრავი მხატვრისთვის: ენდი უორჰოლი, უილიამ ვეგმანი, დევიდ ლევინტალი და სხვა. ბარბი გამოიყენება როგორც იდეალიზაციის, ისე კრიტიკის საშუალებად: ჰიპერფემინურობის, კაპიტალიზმისა და მომხმარებლური კულტურის ილუსტრაციისთვის.

2023 წელს ბარბიმ კინოეკრანზეც გადაინაცვლა: გრეტა გერვიგის ფილმში მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს, კენის როლს კი — რაიან გოსლინგი.

ბარბი დღეს

ბარბი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკოლექციო თოჯინად რჩება. კოლექციონერები ეძებენ როგორც ძველ ვერსიებს, ასევე სპეციალურ გამოცემებს. Mattel-ის გათვლით, ყოველ წამში მსოფლიოში ორი ბარბი იყიდება.

ბარბი უკვე დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ სათამაშო. ის არის კულტურული ფენომენი, გენდერული დისკუსიების ნაწილი, ბიზნეს-ქეისი და, უპირველესად, თაობების შთაგონება — პატარა გოგოებისთვის, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ ყველაფერი.

იცოდი, რომ....

Mattel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი სათამაშოები ნამდვილად ორიგინალი და საუკეთესო ხარისხისაა.

"პეპელას" მაღაზიებში ორიგინალი ბარბის ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ!