Erasmus+ გაცვლითი პროექტი "Creativity with DigiART" (ციფრული ხელოვნებით კრეატიულობა) მიმდინარეობს JUGEND für Euro-ს თანადაფინანსებით, Kultur&art-ს ორგანიზებით და Georgian Youth Development Association - GYDA-ს მასპინძლობით საქართველოში. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და ხელოვნური უნარების განვითარება. ტრენინგებისა და ვორქშოფების ფარგლებში ვუზიარებთ გამოცდილებას, ერთიანი ძალებით ვითვისებთ ახალს და ეს ყველაფერი არა მარტო თეორიული ცოდნით, არამედ პარქტიული სამუშაოებით.
პროექტის მონაწილეობას იღებს 39 ახალგაზრდა საქართველოდან, გერმანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდა.
გიზიარებთ პროექტის მსველობის ვედეოს. ვიდეოში ასახაულია, როგორც გასართობი აქტივობები, ასევე მთელი დღის ტრენინგები.
პროექტი მოიცავს ისეთ ქტივობებს როგორებიცა: ციფრული ხელოვნების ვორქშოფებს, ინტერაქციული ხელოვნების თური, კულტურული საღამოები, ფილმის ჩვენება, Ice-breakers (აქტივობები კომპლექსების გადასახად და ერთამენთან უკეთ სადაახლოვებლად), ენერჯაიზერები, გუნდური სამუშაოები, ხელოვნების ნიმუშების შექმნა, ციფრული საშუალებები, ვიდეოს დამონტაჟება და სხვა.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებში წარმოდგენილია მონაწილეთა მიერ შექმნილი დიზანები გამაგრილებელი სასმელებისთვის, მათ ეს ყველაფერი შექმნეს ვებგვერდი pacdora.com-ს დახმარებით.
ქვემოთ მოცემულია პროექტის მონაწილეების მიერ შექმნილი პოსტერები და ინფოგრაფიკები.
გაცვლითი პროგრამების უმეტესობას ყვოელთვის ახლავს კულტურული საღამოები. წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი კულტურული საღამოებიდან:
კულტურული საღამოები მოიცავს ტრადიციულ საკვებს, ცეკვებს, ტანსაცმელს, მუსიკას, თამშს და სხვა...
ინტერვიუ გერმანელ მონაწილესთან
შეგიძილიათ, გაგვიზიაროთ თქვენი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის გამოცდილების შესახებ?
ერასმუსი პროგრამა ჩემთვის ახალი, ურეკის პროექტი ჩემთვის მეორე პროექტია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შემიყვარდა.
რა არის თქვენი მოტივაციო მიიღოთ მონაწილეობა ერასმუს+ პროექტებში?
ჩემი პირველი პროექტის შემდეგ, როდესაც დავბრუნდი პროექტში მთელ დღეს ვდებდი ახალი პროექტის ძებნაში. ჩემი მოტივაცია შესაძლებლობა, რომლითაც შემიძლია გავიცნო ახალი ადამიანები და ვესტუმრო ქვეყნებს.
რა არის ელით პროექტის მანძილზე?
ვიმედოვნებ, გაიზრდება ჩემი მეგობრების რაოდენობა საერთაშორისო დონეზე და გავეცნობი ადგილობრივ კულტურას.
რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ქართული კულტურიდან?
ქართულ კულტურაში ჩემთვის ყველაზე გასაოცარი იყო ღიაობა და კეთილგანწყობა, რომელსაც ისინი ავლენდნენ, სპონტანური მოწვევები.
როგორ ფიქრობთ ერასმუსი+ პროექტი მოგცემთ სარგებელს თქვენ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში?
ვფიქრობ, ერასმუსის პროგრამა გარკვეულ სარგებელს მომიტანს, რათა დავანახო, როგორც ადამიანი, ვარ ღია გაცნობისთვის, ასევე გახსნილი ახალი ადამიანებისა და კულტურების მიმართ.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ დაუვიწყარი მომენტი ან გამოცდილება, რომელიც გქონდათ ურეკში ერასმუსის პროექტის დროს?
ძნელია მთელი გამოცდილების მხოლოდ ერთ მომენტში შეკუმშვა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მომენტი იყო ძირითადად, როდესაც გავიცანი გერმანიაში მომუშავე ადამიანები საქართველოდან, რომლებსაც სურდათ ჩემთან გერმანულად საუბარი, გამოეყენებინათ ის ცოდნა, რაც ჯერ კიდევ აქვთ.
როგორ ფიქრობთ, როგორ უწყობს ხელს ერასმუსის პროექტი კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგებას?
ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა ადგილზე იხილო მათი კულტურა.
როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ერასმუსის პროექტში მონაწილეობა თქვენს მომავალზე?
მომავალაში ვესტუმრები იმ ქვეყნებს, რომლის წარმომადგენლებიც გავიცანი ამ პროექტიდან, რომ შევხვდე მათ და გამაცნონ მათი ქვეყანა.
რა რჩევას მისცემდით ადმიანებს, რომელებიც განიხილავს ურეკში ერასმუსის პროექტში მონაწილეობას?
ვისაც სურს მონაწილეობა, მე ვიტყოდი, რომ უბრალოდ წადი! ვერაფერს დაკარგავ, გარდა იმისა, რომ ეწვიო მშვენიერ ქვეყანას ღია ხალხით, უბრალოდ უნდა ჰკითხო მათ და დაელაპარაკე.
ავტორი: ლუკა ურუმაშვილი