თუ შობა და ახალი წელი შენი ყველაზე საყვარელი დღესასწაულებია, სწორ ადგილას ხარ!
შობა-ახალი წელი მსოფლიოს ყველაზე თბილ და საყვარელ დღესასწაულად არის აღიარებული - დრო, როცა ოჯახები იკრიბებიან, სახლში განსაკუთრებულად თბილ და მყუდრო გარემოს ქმნიან. ყველაფერი თითქოს უფრო ჯადოსნური ხდება. ამ დღეს ერთად ყოფნა, სიხარულის გაზიარება, სურვილების ჩაფიქრება - ნამდვილ დღესასწაულს ქმნის.
ზამთრის ნაცრისფერ დღეებს დღესასწაულის ატმოსფერო აძლევს ბრწყინვალებას და განსაკუთრებულ ემოციას, ხოლო ახალ წლამდე დარჩენილი ყოველი წუთი გვავსებს მოლოდინის სასიამოვნო განცდით, კეთილი სურვილებით და მომავალი წლის რწმენით. .
სახლის მორთვა ამ სეზონზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დეკორაცია: ეს არის ოჯახური ტრადიციებისგაგრძელება, ძვირფასი მოგონებების შექმნა და შინაგანი სადღესასწაულო განწყობის გაღვივება. ნაძვის ხე კი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ის სინათლის, ახალი დასაწყისის, სიხარულისა და ერთიანობის სიმბოლოა
მოდით, ერთად დავათვალიეროთ ყველაზე კაშკაშა და ფერადი საახალწლო კოლექცია, რომელიც "ბიბლუსში" დაგხვდებათ!
დისკო სტილი - ფერადი ბრჭყვიალება
2026 წლის მთავარი დეკორატიული სენსაცია - დისკო-საახალწლო სტილია, რომელიც ზამთრის ცივ დღეებს ფერად ზეიმად აქცევს. ეს დეკორი ხმაურიანია, თამამი, ჭრელი, ბზინვარე და იმდენად ენერგიული, რომ სახლში ნამდვილად ვერ მოიწყენთ.
დისკო-სტილი გასაოცარი შთაგონების წყაროა, როცა გსურს, რომ შენი ნაძვის ხე ყველას დაამახსოვრდეს, როგორც ყველაზე მხიარული, ყველაზე ბრჭყვიალა და ყველაზე ტრენდული.
დისკო დეკორი ყველას გულში იპოვის ადგილს. ის მოწონს ყველას: ბავშვებსაც და დიდებსაც. ამ ჰარმონიულ ქაოსში ფერები ისეა შერწყმული, თითქოს 70-იანი წლების დისკო კლუბი და ახალი წელი ერთ ზღაპარში გაერთიანდა.
„ბიბლუსის“ ფილიალებში უკვე დაგხვდებათ:
- უზარმაზარი დისკო ბურთები (წითელი/ოქროსფერი/ვერცხლისფერი);
- მასიური კანფეტები - სხვადასხვა ფერის;
- მუსიკალური ნოტები და დეკორები;
- ვარდისფერი და მწვანე დეკორატიული ტელეფონები;
- ფერადი, მასიური ფეხსაცმელები პლატფორმაზე;
- დეკორატიული ფიგურები: სანტა, ირემი, თოვლის კაცი და სხვ.
- ტკბილეულის ფორმის ბალიშები;
- გიგანტური ვარსკვლავები, ბროლები, გლითერით დაფარული ორნამენტები და სხვ;
მასიური დეკორაციები, ნაძვის ხის ფეხის მოსართავად
2026-ის საახალწლო ტრენდების მიხედვით, აქტუალურია ნაძვის ხის ფეხთან ლამაზი კომბინაციების შექმნა. მის გარშემო მასიური საახალწლო ფიგურები, რომლებიც ქმნის სრულ საახალწლო ანტურაჟს და ჯადოსნურ ატმოსფეროს. ეს შეიძლება იყოს: ირმები, მაკნატუნები, საშობაო სოფელი ან დისკო-სტილის ბრჭყვიალა დეკორაციები, რომლებიც ნაძვის ხეს ინტერიერის სტილის განუყრელ ნაწილად აქცევს და „ინსტაგრმულად“ მიმზიდველს ხდის.
კრეატიული ნაძვის ხეები
ასეთი ნაძვის ხეები აქამდე გინახავთ? - მოდერნის სტილის ნაძვის ხეები 2026 წელს ძალიან ტრენდულია. თანაც, მოსახერხებელია პატარა ფართის გასალამაზებლად, სადაც დიდი ნაძვის ხის ადგილი არ არის.
ნაძვის ხის სათამაშოები
ოქროსფრის და მწვანეს კომბინაცია
ოქროსფრის და წითლის კომბინაცია
უკვდავი კლასიკაა!
თეთრის და ვერცხლისფრის კომბინაცია
კლასიკური, მშვიდი და მინიმალისტური ტრენდია.
თეთრი ასოცირდება განახლებასთან და ახალი წლის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებასთან. გამოიყენეთ თეთრი სათამაშოები, ფიფქები, ნათურა-გირლანდები; ნაძვის ხესთან ერთი დიდი თეთრი ფიგურა დადგით, მაგალითად, ირემი - ის სწორი გზისკენ მიმართულების სიმბოლოა.
შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსის“ საახალწლო პროდუქცია ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ონლაინ.