თუ ხორცპროდუქტების მოყვარული ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ქართული ბრენდი „კორიდა“, რომელიც მრავალფეროვან ხორცპროდუქტებს აწარმოებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, „კორიდა“ ტოპ სამ მწარმოებელს შორისაა.
როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი და როგორ გამოიყურება საწარმო?
თავდაპირველად, კომპანია მცირე რაოდენობით ხორცპროდუქტებს აწარმოებდა. პირველი პროდუქტები გახლდათ: ძეხვი „კრაკოვური“, „საექიმო“, „მოყვარულთა“, „სერველატი“. ხოლო სოსისებიდან - „რძიანი“ და „ივერია“.
ამ ეტაპზე, კომპანიაში 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრია დასაქმებული.
წარმოების და დისტრიბუციის პროცესში, წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს მონიტორნგი უტარდება. ნედლეული ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.
„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ხორცპროდუქტების სახეობებიდან გამომდინარე, პროდუქცია იგზავნება სხვადასხვა კამერებში, სადაც ხდება მათი შებოლვა, მოხარშვა და კონკრეტული პროდუქტისთვის საჭირო პროცედურა. ეს პროცესი ავტომატიზებულია.
რომელია თქვენი საყვარელი პროდუქტი?