სტომატოლოგიური სავარძელი ბევრი ადამიანისთვის გაუცნობიერებელ სტრესთან, პანიკასთან და იმ ე.წ. „თეთრი ხალათის შიშთან“ ასოცირდება, რომელიც ხშირად ბავშვობის ტრავმული გამოცდილებიდან იღებს სათავეს.
თუმცა, თანამედროვე სამედიცინო სფეროში არსებობს სივრცე, სადაც ეს მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა. თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკა არ არის მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება; ეს არის ინოვაციური და სერვისზე ორიენტირებული გარემო, რომლის მთავარი მესიჯია:
კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი თამარ ორდენიძე, სტომატოლოგიას არა მხოლოდ კბილების მკურნალობად, არამედ სიღრმისეულ მეცნიერებად მიიჩნევს.
საკუთარი კლინიკის გახსნა თამარ ორდენიძისთვისთვის მხოლოდ ბიზნეს-ნაბიჯი არ ყოფილა. ეს იყო სივრცის შექმნის მცდელობა, სადაც პაციენტი თავს ისე იგრძნობდა, როგორც საკუთარ ოჯახში.
თამარის აკადემიური საქმიანობა პირდაპირ კავშირშია პაციენტის ემოციურ კომფორტთან. საგულისხმოა, რომ ექიმმა თავისი სამეცნიერო კვლევა სწორედ სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გავლენას მიუძღვნა. მან შეისწავლა, თუ როგორ აისახება ფსიქოემოციური მდგომარეობა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკში.
თეორიული ცოდნა კლინიკაში ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა: აქ მკურნალობა იწყება არა ინსტრუმენტებით, არამედ პაციენტის შფოთვის მართვით.
თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომით ხდება კორტიზოლის დონის ბუნებრივი შემცირება, რადგან ექიმმა ზუსტად იცის, როდესაც პაციენტი მშვიდად არის, ნებისმიერი მანიპულაცია ბევრად ეფექტური და უმტკივნეულოა.
ინოვაციური სტომატოლოგია წარმოუდგენელია უახლესი აპარატურის გარეშე, რომელიც დისკომფორტს მინიმუმამდე ამცირებს. კლინიკაში დანერგილი ტექნოლოგიები პაციენტს სტომატოლოგიურ სავარძელში ყოფნას უმარტივებს.
ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა გამარტივებული იმპლანტაცია. კლასიკური, ინვაზიური მეთოდებისგან განსხვავებით, აქ გამოიყენება ქირურგიული შაბლონები და ციფრული დაგეგმარება (3D ტომოგრაფია), რაც ოპერაციას უსისხლოს, ნაკერების გარეშე და პოსტოპერაციული ტკივილის გარეშე აქცევს.
პაციენტის სიმშვიდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრული ციკლის ერთ სივრცეში მიღება.
დიაგნოსტიკიდან (3D ტომოგრაფია) დაწყებული, რთული იმპლანტოლოგიური თუ ორთოდონტიული ჩარევებით დასრულებული, ყველაფერი ერთ ლოკაციაზე ხდება.
კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ დარგის ავანგარდში. თუმცა, მხოლოდ კლინიკური ცოდნა საკმარისი არ არის, გუნდის თითოეული წევრი იზიარებს მთავარ ფილოსოფიას: პაციენტზე ზრუნვა მისი სულიერი სიმშვიდის გათვალისწინებით.
სერვისები და ბენეფიტები
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს:
- ვინირები: ულტრათხელი კერამიკული ფირფიტები „ჰოლივუდის ღიმილისთვის“, რომლებიც მაქსიმალურად ინარჩუნებს კბილის ქსოვილს.
- გვირგვინები: დაზიანებული კბილების აღდგენა მაღალესთეტიკური ცირკონო-კერამიკით.
- კბილების გათეთრება: უსაფრთხო პროცედურა ქათქათა ღიმილისთვის ემალის დაზიანების გარეშე.
- იმპლანტოლოგია: დაკარგული კბილების აღდგენის ყველაზე საიმედო მეთოდი ტიტანის ხრახნებით.
- უფასო კონსულტაცია: ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს პროფესიული რჩევა ფინანსური ბარიერის გარეშე.
ვინირები
ვინირები არის ულტრათხელი, მაღალი სიმტკიცის ფირფიტები (ძირითადად კერამიკის), რომლებიც კბილის წინა ზედაპირზე მაგრდება. ეს იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს „ჰოლივუდის ღიმილი“ – ვინირების საშუალებით მარტივად სწორდება კბილის ფორმა, ზომა, ფერი და მათ შორის არსებული არასასურველი დაშორებები. იგი მაქსიმალურად ინარჩუნებს კბილის ქსოვილს და უზრუნველყოფს ბუნებრივ, ესთეტიკურ ვიზუალს ხანგრძლივი დროით.
გვირგვინები
კბილის გვირგვინი გამოიყენება მაშინ, როდესაც კბილის ბუნებრივი გვირგვინოვანი ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კარიესის ან ტრავმის შედეგად და მისი აღდგენა ბჟენით (ე.წ. „პლომბით“) შეუძლებელია. გვირგვინი სრულად ფარავს კბილის ხილულ ნაწილს, უბრუნებს მას ფუნქციას და იცავს შემდგომი დაშლისგან. თანამედროვე სტომატოლოგიაში პოპულარულია ცირკონო-კერამიკის გვირგვინები, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი ესთეტიკურობით.
კბილების გათეთრება
კოსმეტიკური პროცედურა, რომლის მიზანიც კბილის ემალის რამდენიმე ტონით გაღიავებაა. პროფესიული გათეთრებისას გამოიყენება სპეციალური გელები და აქტივატორი ნათურები, რომლებიც უსაფრთხოდ შლის კბილზე წლების განმავლობაში დაგროვილ პიგმენტებს (ყავისგან, ჩაისგან, თამბაქოსგან). შედეგად, პაციენტი იღებს ჯანსაღ, ქათქათა ღიმილს სულ რაღაც ერთ ვიზიტში, ემალის დაზიანების გარეშე.
იმპლანტოლოგია
იმპლანტოლოგია დაკარგული კბილების აღდგენის ყველაზე თანამედროვე და საიმედო მეთოდია. იმპლანტი წარმოადგენს ტიტანის ხრახნს, რომელიც ყბის ძვალში თავსდება და ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას, რის შემდეგაც მასზე მაგრდება გვირგვინი. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა აღდგეს კბილის სრული ფუნქციონალი და ესთეტიკა ისე, რომ მეზობელი ჯანსაღი კბილების დამუშავება (გაქლიბვა) არ გახდეს საჭირო.
ბავშვთა სტომატოლოგია კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და საპასუხისმგებლო მიმართულებაა. აქ ექიმი გვევლინება არა მხოლოდ როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც ფსიქოლოგი და მსახიობი.
როგორც თამარ ორდენიძე ამბობს, ექიმმა უნდა შეძლოს „ემოციური მანიპულირება“ დადებითი გაგებით: მოირგოს დედის როლი პატარა პაციენტისთვის, რათა მან პროცედურა აღიქვას არა სამედიცინო მანიპულაციად, არამედ სასიამოვნო პროცესად.
თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკა არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი ოჯახური გამოცდილება და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები ერთიანდება. კლინიკის მთავარი წარმატება კი მადლიერი პაციენტები და მათი ბედნიერი ღიმილია.
კონტაქტი:
46 Kazbegi avenue, Tbilisi, Georgia 510 10 30 40 info@todentist.ge