რბილი, ნატურალური ქსოვილი, კომფორტული და უსაფრთხო ჩვილის ტანსაცმელი - ეს ყველა მშობლის კომფორტია.
Carter’s – ბრენდი, რომელიც ბავშვობას ნამდვილ ზეიმად აქცევს, 1865 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნიდჰემში დაარსდა, უილიამ კარტერის მიერ.
უილიამ კარტერი (1830–1918) ინგლისში დაიბადა, მოგვიანებით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და 1865 წელს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნიდჰემში დააარსა “William Carter Company”.
თავდაპირველად, Carter’s-ი ძირითადად ნაქსოვი ხელთათმანების (mittens) რეალიზაციით იყო დაკავებული. მოგვიანებით, XIX საუკუნის დასაწყისში, კომპანია ბავშვთა ტანსაცმლის წარმოებაზე სპეციალიზდა. მალევე იქცა ხარისხიანი ქსოვილისა და კომფორტული დიზაინის სინონიმად. 1950-იანი წლებისთვის კი Carter’s-მა განავითარა ინოვაციური neck-design – “Jiffon”, რაც ბავშვების კომფორტს კიდევ აუმჯობესებდა
Carter’s-ი ყოველთვის აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ ბავშვობა - დღესასწაულია. ბრენდის ფერადი კოლექციები, პატარა პერსონაჟები სიყვარულისა და ბავშვობის ზეიმის გამომხატველი სამყარო იყო.
მაშინ, ჯერ არ არსებობდა პლასტმასა, ელექტრონული სათამაშოები ან სწრაფი მოდა. მაგრამ არსებობდა სიყვარული ბავშვებისადმი და მათი მომავლისადმი. სწორედ ამ გრძნობით დაიწყო ბრენდმა არსებობა და დღემდე ამ პრინციპით აგრძელებს თავის ისტორიას.
იდეალური კომბინაცია: ხარისხი და ხელმისაწვდომობა
Carter’s -ი უმაღლეს ხარისხს – რბილ, გამძლე, უსაფრთხო მასალებს – ხელმისაწვდომ ფასებთან ათანაბრებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისთვის. ბრენდი აქტიურად სთავაზობს მომხმარებლებს ფასდაკლებებს, სხვადასხვა შეთავაზებებს — რაც საგრძნობლად ამსუბუქებს ოჯახის ბიუჯეტს და ზრდის ნდობას Carter’s-ის მიმართ.
Carter’s დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი ბრენდია ამერიკაში, საბავშვო ტანსაცმლის ინდუსტრიაში.
თ��მცა ეს მხოლოდ ასაკით სიძველეს არ გულისხმობს — ეს არის გამოცდილება, ხარისხი და ნდობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მშობლები, რომლებიც თავად ატარებდნენ Carter’s-ს, ახლა იმავე ქსოვილის ტანსაცმელს აცმევენ საკუთარ შვილებს.
რატომ Carter’s-ი?
➤ ხარისხი და კომფორტი:
Carter’s-ს უნიკალური მასალები აქვს — რბილი, ჰიპოალერგიული, გამძლე. ტანსაცმელი ისეა შექმნილი, რომ გაუძლოს ხშირ რეცხვას, არ დაკარგოს ფორმა და მუდამ რბილი დარჩეს. თავისუფალი მხრები, ელვისა და ღილაკების მოსახერხებელი განლაგება — ეს ყველაფერი კომფორტს ჰმატებს როგორც პატარას, ისე მშობელს.
➤ სტილი და დიზაინი:
Carter’s-ის კოლექციებში ხშირად შეხვდებით პატარ-პატარა ცხოველებს, მულტიპლიკაციურ პერსონაჟებსა და პასტელურ ფერებს. ყოველი დეტალი გათვლილია ერთ რამეზე — ბავშვის ღიმილზე.
➤ ხელმისაწვდომობა:
რაც შეიძლება მაღალი ხარისხი, რაც შეიძლება რაციონალურ ფასად — სწორედ ეს გზავნილია Carter’s-ისგან. ხშირად ხელმისაწვდომია ფასდაკლებები, მოქმედებს სხვადასხვა შეთავაზებები და ლოიალობის პროგრამები, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ბრენდს ახალბედა მშობლებისთვის.
➤ მშობლის საჭიროებების გაგება:
Carter’s მშობლის გვერდით დგას, ყოველ ნაბიჯზე. ყველა მოდელი გათვლილია იმაზე, რაც ყოველდღიურადაა საჭირო — იქნება ეს ღამის პიჟამა, რომელიც მარტივად იცმევა ძილის დროს, თუ კომბინიზონი, რომელიც საფენის შეცვლას ერთი ხელის მოძრაობ��თ ამარტივებს.
Carter’s -ი საქართველოშიც
Carter’s-ის ტრადიცია უკვე საქართველოშიც მკვიდრდება. ქართველმა მშობლებმაც სწრაფად შეიყვარეს Carter’s-ის სტილი, კომფორტი და ლოგო, რომელიც სიყვარულის სინონიმად იქცა.
დღეს უკვე თბილისის და ბათუმის რამდენიმე ფილიალში შეგიძლიათ შეურჩიოთ პატარას ყველაზე რბილი, ყველაზე საყვარელი სამოსი:
„კარტერსის“ წარმატება 160-წლიანი ერთგულების შედეგია, რომელიც ეფუძნება ოჯახებისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ტანსაცმლის შეთავაზებას. ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმით, მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებითა და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციით, „კარტერსი“ რჩება მშობლების საყვარელ არჩევანად მთელ მსოფლიოში.
„კარტერსი“ საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ფილიალებით თბილისსა და ბათუმში:
- გალერეა თბილისი - 2/4 შ. რუსთაველის გამზირი
- სითი მოლი საბურთალო - ვ.ფშაველას გამზირი N70
- სითი მოლი გლდანი - ი.ვეკუას ქ. N1
- ვაკის პარკი - მიშველაძის N5
- გლდანი მოლი- მეტრო ახმეტელის მოპირდაპირედ
- თბილისი მოლი - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ.
- ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ N2
- ბათუმი - გრანდ მოლი