ცხოვრებაში არსებობს მომენტი, რომელიც ადამიანს მთლიანად ცვლის. მომენტი, როცა ის პირველად ისმენს საკუთარ დიაგნოზს. ზოგისთვის ეს არის ბრძოლა დაავადებასთან, ზოგისთვის - საკუთარ შიშებთან; ხშირ შემთხვევაში კი - ორივესთან ერთად. ამ გზას თითოეული ადამიანი განსხვავებულად გადის, მაგრამ ერთი რამ საერთო რჩება - დიაგნოზის გაგების მომენტი, რომელიც ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს: მანამდე და შემდეგ.
ეს ადამიანები კი მათ ისტორიებს მოყვებიან
მკერდის კიბო არის სიმსივნის სახეობა, რომლის უჯრედებიც ძუძუს ქსოვილში იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყოველ მერვე ქალს დაუდგინდება ძუძუს კიბოს დიაგნოზი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება გადარჩენადობის მაჩვენებლის ზრდა, რაც განპირობებულია მკურნალობის მეთოდების დახვეწითა და პრინციპულად მნიშვნელოვანი - სიმსივნური პროცესის ადრეული დიაგნოსტირებით. დროულად დაწყებული მკურნალობა კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამოსავალს. გადარჩენადობის 5 წლიანი მაჩვენებელი პირველ სტადიაზე არის - 98-100%; მეორე სტადიაზე - 85-98%, მესამე სტადიაზე - 55-65%, მეოთხე სტადიაზე -10%-მდე. ძუძუს კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მკვლევრები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს ზრდის. მათ შორისაა: ჰორმონალური ცვლილებები, ცხოვრების სტილი, გარემო ფაქტორები და გენეტიკური წინასწარგანწყობა.
1989 წლიდან სიკვდილიანობის დონე 44%-ით შემცირდა.
ეს პოზიტიური ცვლილება დაკავშირებულია:
- ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასთან
- მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლებთან
- პაციენტთა ცნობიერების ამაღლებასთან
ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში 89%-ს აღწევს.
"ერთ დღეს მარცხენა მხარეს დიდი წამონაზარდი შევამჩნიე... სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი და სიმსივნის ურთიერთობა."
სარკომა ზოგადი ტერმინია იმ სიმსივნეების ჯგუფისთვის, რომლებიც რბილ და ძვლოვან ქსოვილებში წარმოიქმნება. ის შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში, სისხლძარღვებში, ლიმფურ ძარღვებში, ნერვებზე, მყესებზე, იოგებსა და სახსრებზე. სინოვიალური სარკომა შეადგენს რბილი ქსოვილების სარკომების დაახლოებით 2%-ს და ყველა ონკოლოგიური დაავადების დაახლოებით 0.03%-ს.
"საკუთარ თავზე ნაკლებად, უფრო ჩემი ოჯახის წევრებზე ვნერვიულობდი. მათ ვამშვიდებდი და ვცდილობდი მხნედ ვყოფილიყავი. არ ვფიქრობდი ცუდზე."
"ინტერნეტში ვეძებდი ადამიანებს, რომლებმაც მსგავსი დაავადება გადაიტანეს. მჭირდებოდა ცოცხალი მაგალითები, ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ. მათში ვპოულობდი იმედს."
დროთა განმავლობაში კი დავითი თავად გახდა მაგალითი. სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო თავისი გამოცდილების გაზიარება და ამით სხვების დახმარება. "ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი - უფრო ენერგიულად, ვიდრე ადრე. მეგობრებთან ერთად ვერთობოდი, ვცდილობდი ყოველი დღე სრულად მეცხოვრა. თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მიჭირდა. როდესაც მარტო ვრჩებოდი, ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ასეთ დროს განსაკუთრებით ვგრძნობდი ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობას. მკურნალობა გერმანიაში გავაგრძელე. გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნე აღარ მქონდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა. ბრძოლა თავიდან დაიწყო...
მე ვარ დავით ჭიპაშვილი და ორჯერ დავამარცხე სარკომა! მე გაძლევ იმედს, თუ ამ გზის გავლას ახლა იწყებ
HIV - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას
მითი vs რეალობა
მითი: აივი გადადის ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით. ფაქტი: აივი არ გადადის ყოველდღიური კონტაქტით. ვირუსი არ ვრცელდება ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, საერთო ჭურჭლით, საერთო საპირფარეშოს გამოყენებით ან სხვა ყოველდღიური შეხებით. გადადის მხოლოდ სისხლით, სექსუალური ურთიერთობით ან დედის რძით (დაუცველი სექსი, საერთო შპრიცები, დედიდან შვილზე). მითი: აივი კოღოებით ან მწერებით გადადის. ფაქტი: აივი არ გადადის კოღოებით ან სხვა მწერებით. მწერები ვერ გადასცემენ აივ-ს, რადგან ვირუსი მათ ორგანიზმში არ გადარჩება, არ მრავლდება და არ გადადის ნერწყვით მითი: აივი და შიდსი ერთი და იგივეა. ფაქტი: აივი და შიდსი არ არის ერთი და იგივე. აივი არის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციას; შიდსი კი არის აივ-ინფექციის ყველაზე მოწინავე სტადია, როცა იმუნიტეტი ძალიან სუსტდება. თანამედროვე მკურნალობით აივით ცხოვრება შიდსამდე არ მიდის.
ჟურნალისტები: გვანცა რომანაძე, ლაშა ნოზაძე, ელენე სავანელი