წარმოიდგინეთ სუფთა, ფერადი და მხიარულებით სავსე დღე – აუზები, ფერადი სლაიდები და წყლის ატრაქციონები; გარშემო ბარები გემრიელი კოქტეილებით; ქაფი ფართი და სასიამოვნო მუსიკა; ლამაზი პეიზაჟი თბილისის ზღვის ფონზე; სპა და ველნეს სივრცეები — ეს პატარა ოაზისია დედაქალაქში
ჯინო აკვაპარკი
ჯინოს ისტორია 2013 წელს იწყება, როდესაც თბილისის ზღვის სიახლოვეს, ბეშენოვას ქუჩაზე გაიხსნა Gino Paradise – ოთხი სეზონის აკვაპარკი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდა და მრავალფუნქციური დასვენების სივრცეს წარმოადგენდა.
მოდით, დავათვალიეროთ აკვაპარკის ტერიტორია
➤ ტალღოვანი აუზი – აუზის ატრაქცია ქმნის ზღვის ნამდვილი ტალღების ეფექტს. აუზის პირზე განთავსებულია საცოცი კედელი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.
➤ ველური მდინარე – ატრაქცია წყლის ნაკადის ეფექტით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ კამერაზე და წყლის დინებას მშვიდად მიჰყვნენ, მზის გულზე სრული განტვირთვისთვის;
➤ გარე საბავშვო სივრცე – ამ ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო ტობოგანი, სხვადასხვა სასრიალოთი.
➤ პანორამა აუზი- ბარით – საკუთარ სივრცეში აერთიანებს ცურვის, განტვირთვისა და რუჯის მოყვარულებს. სტუმრები აუზიდანვე დატკბებიან პანორამული ხედით ზღვაზე, აუზიდან ამოუსვლელად შეუძლიათ შეუკვეთონ საყვარელი კოქტეილები და აუზში განთავსებულ შეზლონგებზე სწრაფად და ეფექტურად გაირუჯონ წყლიდან არეკლილი ულტრაიისფერი სხივების ხარჯზე.
➤ ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც მხოლოდ პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
➤ სარელაქსაციო აუზი – ეს არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას;
➤ ტობოგანი – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი – 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით;
➤ ღია სლაიდების დიდი არჩევანი ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის
სპა‑ველნეს სივრცე
ველნესი და სპა სივრცის სავიზიტო ბარათია ალექსანდრე მაკედონელის 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი.
ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა.
ფეხის კონტრასტული მორევები ცივი და ცხელი წყლის კომბინაციაა, რომელიც კანისა და კუნთების გამკვრივებას ემსახურება.
ცივი წყლის გამოქვაბული Ice Hill სხეულს ასტიმულირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ჭექა-ქუხილისა და სხვადასხვა ეფექტის ატრაქციის საშხაპეები კი განუმეორებელ შთაბეჭდილებას შეგიქმნით.
ყველა საუნას აერთიანებს დეტოქსის ფუნქცია. თითოეულ საუნაში პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას. (შლაკები და ტოქსინები ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებებია); თითოეული მათგანი გამოირჩევა საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით.
ექსელენთ სივრცე
თქვენ შეგიძლიათ ექსელენთ სივრცის დაჯავშნა ნებისმიერი ტიპის დახურული წვეულებისთვის: ნიშნობა, ქორწილი, პრეზენტაცია, გამოსაშვები საღამო, მეგობრების წვეულება…
ექსელენთი ეს არის პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით. სივრცეში განთავსებულია:
➤ ლუდის აბაზანა, რომელიც ივსება თბილი ლუდის ექსტრაქტით და იქვე მოედინება სტუმრებისთვის ცივი ლუდი;
➤ კლეოპატრას ოქროს აბაზანები: 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები თბება და ივსება რძის, ყვავილებისა და ღვინის ექსტრაქტით;
➤ ამავე სივრცეშია მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით. ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით.
➤ ექსელენთშია განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა. სიცივის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის გამოც სისხლძარღვები ვიწროვდება. სტრესის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით სისხლის შინაგანი ორგანოებისთვის მიწოდება და უკვე განახლებული სისხლის ნაკადი გამოდის პერიფერიაზე. ჯამში: უმჯობესდება კანის სტრუქტურა, განახლდება უჯრედები და რა თქმა უნდა განახლდება ნივთიერებათა ცვლა. კრიო საუნაში გატარებული დრო ეხმარება ორგანიზმს გამოყოს დიდი რაოდენობით ენდორფინები. (ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი);
დაბადების დღის ცენტრი
სტუმრების მისაღებად ყოველთვის მზადაა Gino – ს დაბადების დღის ცენტრი. ყველა ბავშვი იმსახურებს დაუვიწყარ დღესასწაულს და “ჯინოში” კი ყველა სურვილი სრულდება!
“ჯინოს” უნიკალური დაბადების დღის ცენტრი აქვს, რომელიც მოიცავს წყლის თამაშების პროგრამას, მხიარულ ანიმატორებს, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ტორტის ჩაქრობის ცერემონიას.
როგორც იუბილარს, ისე მის სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ აკვაპარკში.
დაბადების დღის პაკეტები განსხვავდება მენიუებისა და სტუმრების რაოდენობის მიხედვით.
გასტრო
ჯინო აკვაპარკი მუდვიმად სთავაზობს შეთავაზებებს თავის სტუმრებს. ყოველ ოთხშაბათს მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება.
ბილეთების საიტიდან შეძენის შემთხვევაში კი მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.