პულსი, რომელიც ჯერ კიდევ ცემს ანამარია ქუთათელაძე

ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქალაქი პოპულარულ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიური ცენტრი. თუმცა წყალტუბოს ისტორია საუკუნეებს ითვლის: აქ არსებული წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში სცოდნიათ, ოქროს ხანაში კი წყალტუბოში სამეფო ოჯახის წევრები ისვენებდნენ.

1930-იან წლებში წყალტუბოს ცენტრში აშენდა ყველაზე დიდი ურბანული პარკი საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში, პარკის ირგვლივ, ამფითეატრალური პრინციპით გაშენდა სანატორიუმები, პანსიონატები, აბანოები, დასასვენებელი სახლები და კვლევითი ცენტრი.

განვითარების ზენიტში, წყალტუბოს 22 სანატორიუმი ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან, 21-დღიანი ე.წ. „პუწიოვკით“ ჩამოსულ 400,000-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა და წყალტუბო გაუკაცრიელდა.

სამედიცინო ტურიზმი, რაც ქალაქის ეკონომიკურ ბირთვს წარმოადგენდა, გაქრა, აფხაზეთის ომის შემდეგ კი სანატორიუმები დევნილთა თავშესაფრად იქცა.

ოთხი კედელი, რომელიც დაჩისთვის ყველაფერი იყო.

" 5 წლის ბავშვი არ დაინდეს, არ დაინდეს 50 წლის ექიმი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მათ ემსახურებოდა. შ-მ თავი ჩამოიხრჩო – ამბობენ, თვალწინ გაუუპატიურეს ცოლ – შვილიო. ახლახან აქ იყო, მათ ჩამოყვანს აპირებდა, ახლა შემოთვალეს დამმარხავიც არავინ ჰყავს, ვინ ხართ პატრონიო."

დაჩი 10 წლის.

საკუთარ სამშობლოში, წყალტუბო იქცა სახლად, სადაც თავს ასიათასობით ადამიანი აფარებდა.

"ბოლო წლებში მეტისმეტად შეგვიძულეს"

"ჩვენს ბავშვებს უფლებას არ აძლევდნენ იმათთან ერთად ეთამაშათ ეზოში."

"ყველაფერს გვინდგურებდნენ. სახლებში შემოდიოდნენ, თეთრეულსაც კი ნაკუწ – ნაკუწ ჭრიდნენ"

სანატორიუმი "სამგურალი"

"გოგი მუსხელიშვილის სახლში შეიჭრნენ, ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს..."

"მე 3 შვილით ჩამოვედი, ძლივს გამოვაღწიე ცხინვალიდან."

"ვენ ვართ დევნილები საკუთარ სამშობლოში"

"ჩვენმა შვილებმა ომის საკუთარი თვალებით ნახეს, ომის საშინელებამ, სროლამ, აფეთქებამ, ხანძარმა, მკვლელობამ მათ თვალწინ ჩაიარა. მთელი ღამე ბორგავენ."

თინას ნივთები.

„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“

ისტორია, რომელიც არ წაიშალა.

„რადიკალურმა აზროვნებამ მიგვიყვანა იქამდე, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით."

სიტყვა "მტერი" ჩემს ლექსიკონში აღარ არსებობს.

"ეს არის გზამკვლევი რუკა მომავალი თაობისთვის."

ერთადერთი რაც მინდა, მშვიდობაა!

“ნეტა თუ ჩვენები ცოცხლები არიან?” - კითხვა, რომელიც სულ თავში მიტრიალებდა.

„სიტყვა „მტერი“ საერთოდ ამოვიღე ლექსიკონიდან. თუ ძმას უწოდებ, მტერი როგორ არის და თუ მტერია, ძმას როგორ ვუწოდებ.?"

"წყალტუბოში როცა ჩამოვედით და სანატორიუმებში შეგვასახლეს მცხვენოდა, რადგან კულტურას ვანადგურებდი, მაგრამ სხვა გზა არავის გვქონდა"

"წყალტუბო, ეს არის სამოთხე დედამიწაზე"

"მჯერა, რომ ის სილამაზე რაც ამ ქალაქს ჰქონდა, ადრე თუ გვიან დაბრუნდება"

"ბუნება გაბატონებულა მიტოვებულ სანატორიუმებში. მასაც სწყურია ჩვენებური ხმაური"

"წყალტუბოში პულსი არ გაჩერებულა და მე მჯერა, რომ ქალაქი, ახალ სიცოცხლეს დაიწყებს..."