გაგრილების ტექნოლოგია გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა ადამიანის ცხოვრების ხარისხი და აამაღლა შრომისუნარიანობა.
უილის კერიერი შევიდა ისტორიაში როგორც „კონდიციონერის მამა“, მისი მიღწევა კი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ჯერ კიდევ 1748 წელს გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ კალენმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ვაკუუმში სითხის აორთქლებით გაგრილების ეფექტს იძლეოდა. კალენის აღმოჩენიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ კი ფლორიდელმა ექიმმა ჯონ გორიმ, რომელიც ტროპიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობდა, ჰაერის გასაგრილებლად მცირე ზომის ორთქლის ძრავა შექმნა. ექიმი ამგვარად ცდილობდა პაციენტებისთვის კომფორტის შექმნას. გორი თავის გამოგონებას „ყინულის მანქანას“ უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ეფექტური იყო, გორიმ მის საჭიროებაში საზოგადოების გავლენიანი წევრები მაინც ვერ დაარწმუნა.
საზოგადოება მის საჭიროებასა და ეფექტიანობაში ნელ-ნელა რწმუნდებოდა. მიუხედავად ამისა, გამომგონებელს სკეპტიკოსიც ბევრი ჰყავდა. კონდიცირების ტექნოლოგიაზე აქტიურად იწერებოდა პრესაში, მწარმოებლებიც მალე დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა პროდუქციის შენახვის პირობები გაგრილების სისტემის დანერგვით გაუმჯობესებულიყო.
სწორედ აქ ამბობს თავის სიტყვას კონდიცირების ტექნოლოგია, რომელმაც ამ დისკომფორტს წერტილი დაუსვა.
გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში, როცა საოფისე საქმიანობაში ადამიანი თითქმის მთელს ცხოვრებას ატარებს. სიცხე და უჰაერობა კი მის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობასა და განწყობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ამასთან, ზაფხულში მაღალი ტემპერატურის გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, ამ გამოწვევას კი მარტივად პასუხობს გაგრილების სისტემები.
საინტერესოა ევროპის მაგალითი, სადაც ისტორიულად აშშ-სთან შედარებით გაგრილების სისტემები ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა დღეს თითქმის ვერ შეხვდებით ოფისს, სადაც აღნიშნულ ტექნოლოგიას არ იყენებენ. კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ევროპის სამხრეთით მოსახლეობას გაუსაძლის სიცხესთან უჭირს გამკლავება, ამიტომ კონდიცირებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მიდგომა ნელ-ნელა იცვლება.
21-ე საუკუნეში კონდიცირების სისტემების მიმართ მაღალი მოთხოვნიდან და ჯანმრთელობასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მწარმოებლებმა დაიწყეს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.
დღეს, ისეთი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც „ჩიგოა“ აწარმოებენ გათბობა/გაგრილების სისტემებს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დახურულ სივრცეში ჰაერს ასუფთავებს ბაქტერიებისგან და არ აყენებს ზიანს გარემოს.
30 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით CHIGO-მ ინდუსტრიაში არსებული ყველა პრობლემის გადაჭრა შეძლო, რამაც ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ახლანდელი მონაცემებით, კომპანია წლიურად 8 000 000 მეტ კონდიციონერს აწარმოებს და მომსახურებას მსოფლიოს წამყვან აეროპორტებს, ოლიმპიადებს, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საჯარო სივრცეებს უწევს.
„ჩიგო“ უკვე 180-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მის ინოვაციურ კონდიციონერებს 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის ძირითადი მიმართულება გათბობა/გაგრილების სისტემებია, თუმცა ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია სარეცხი მანქანებით, მაცივრებით, საყინულეებით, დისპენსერებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
რით არის გამორჩეული „ჩიგოს“ ტექნოლოგიები და როგორ შეძლო ბრენდმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გაგრილების სისტემების შექმნა?
„ჩიგოს“ კონდიციონერების მთავარი უპირატესობები:
• ინტეგრირებულია WiFi სისტემა;
• აღჭურვილია მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად დახვეწილი, კომპრესორებით,
• აქვს 30 წამიანი სწრაფი გაგრილების ფუნქცია;
• აქვს ჰაერის სწრაფი ცირკულირების შესაძლებლობა, გამტარუნარიანობა 600 კუბამეტრიდან ზემოთ, რაც მოდელების სიმძლავრის შესაბამისად იზრდება;
• დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია და აკმაყოფილებს ISO სტანდარტს.
ბრენდი ითვალისწინებს, რომ სხვადასხვა გარემო პირობებში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე გათბობა/გაგრილების სისტემა გვჭირდება, შესაბამისად, აწარმოებს 4 ტიპის კონდიციონერს რომელიც თავსებადია როგორც სახლისთვის, ისე კომერციული ობიექტებისთვის:
2. კოლონური კონდიციონერი
კოლონური კონდიციონერი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც დიდი ფართი ან კომერციული დაწესებულება აქვს, სადაც სხვადასხვა ტექნიკა ცხელ ჰაერს გამოიმუშავებს და კარიც ხშირად იღება.
„ჩიგოს“ კონდიციონერები ხასიათდება მაღალი სიმძლავრით, რაც ასეთი სივრცეების ეფექტურად გაგრილებას უზრუნველყოფს.
3. პორტატული კონდიციონერი
პორტატული კონდიციონერი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც აგარაკის ან სხვა სივრცეების გარკვეული პერიოდით გაგრილება სურს. მოწყობილობას არ სჭირდება სჭირდება გარე ბლოკი, არ მოითხოვს მონტაჟს და იდეალურია გადასატანად.
CHIGO-ს ბრენდის პორტატული კონდიციონერები გამოირჩევა იმით, რომ მუშაობს კომპრესორზე და არა წყალზე და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
4. ჭერისა და იატაკის კონდიციონერები
„ჩიგოს“ ჭერისა და იატაკის კონდიციონერი არის კასეტური ალტერნატივა იმგვარი სივრცეებისთვის, სადაც დაკიდული ჭერი არ არის. ასეთი კონდიციონერები მონტაჟდება იატაკთან, ახლოს კედელზე ან ჭერზე, რის ხარჯზეც ტემპერატურას თანაბრად ანაწილებს.
ამგვარი მოწყობილობები გათვლილია დიდი ფართებისთვის, 160 კვ/მ-დან ზემოთ, გამოირჩევა დიდი სიმძლავრითა და მაღალი ეფექტურობით.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი აწარმოებს როგორც INVERTER-ძრავიან, ისე ON/OFF კონდიციონერებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება.