მოგზაურობა ჰენრი კლეი ფრიკის მუზეუმში ლითონის მაგნატის პირადი კოლექცია

თუ ნიუ-იორკში ყოფნისას მე-5 ავენიუზე, მე-60 ქუჩას გაუყვებით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოცსართულიანი შენობების ნაცვლად, სულ რაღაც სამსართულიანი შენობა დაგხვდებათ, რომელიც თითქმის ნახევარ კვარტალს იკავებს.

ეს გრანდიოზული ნაგებობა კერძო ვილას ჰგავს. ის ფოლადის მაგნატისა და კოლექციონერის - ჰენრი კლეი ფრიკის მუზეუმია, რომლის საჯაროდ გახსნა, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ანდერძად დაიბარა. ამჟამად, ამ შენობაში ხელოვნური მუზეუმი ფუნქციონირებს.

ამ საუცხოო სახლის აშენებას ფრიკმა დიდი თანხა დაახარჯა.

სახლის დაპროექტება ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის „კარერი და ჰასტინგზის“ არქიტექტორ თომას ჰასტინგზს მიანდო.

მე-5 ავენიუზე მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარი ინდიანის კირქვით ნაშენი ფრიკის სამსართულიანი სახლის ღირებულება თითქმის 5 მილიონს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით 100 მილიონ დოლარს უტოლდება.

ახალაშენებული სახლის უზარმაზარი სივრცე მაგნატის დიდებულ კოლექციას დაეთმო.
ამავე სახლში დასახლდა თავად ჰენრი კლეი ფრიკი ოჯახითა და მსახურების თანხლებით.

დამფუძნებლის ისტორია

ჰენრი კლეი ფრიკი 1849 წელს დაიბადა. სამხრეთ-დასავლეთ პენსილვანიის სოფლის იმიგრანტი ფერმერის ვაჟი ჯერ გამყიდველად, შემდეგ კი ბუღალტრად მუშაობდა. 1871 წელს ფრიკმა ბიძაშვილთან ერთად მცირე კომპანია დააფუძნა. ისინი მიზნად ისახავდნენ, შეეძინათ სამრეწველო ღუმელები და დაკოქსვის მეთოდით გადაემუშავებინათ ქვანახშირი, რასაც საბოლოოდ ფოლადის სხვადასხვა სახეობის დასამზადებლად გამოიყენებდნენ.

1882 წელს ახალდაქორწინებული ფრიკი უკვე პიტსბურგში ცხოვრობდა. აქ ის ფოლადის მაგნატი ენდრიუ კარნეგის პარტნიორი გახდა.

მოგვიანებით კი მასთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. მასთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ფრიკმა საკუთარი წილი ფასიანი ქაღალდების სახით გაიტანა.

ფრიკმა ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შეგროვება ახალგაზრდობიდანვე დაიწყო.
განსაკუთრებით ფერწერული ტილოების შეგროვებით იყო გატაცებული.

1890-იანი წლებიდან ფრიკი ყოველდღიური სამსახურეობრივი საქმიანობით უკვე ნაკლებად იყო დატვირთული, რის გამოც კოლექციის სერიოზულად შეგროვებას მიჰყო ხელი.

ფრიკის უნიკალურ კოლექციაში რემბრანდტის, ველასკესის, ტიციანის, ბელინის, ჰოლბაინის, ელ გრეკოს, ვან დეიკის, იაკობ ვან როისდალის, გოიას, ჯონ კონსტებლის, ჟან ონორე ფრაგონარისა და პიერო დელა ფრანჩესკას ცნობილი შედევრებიც ირიცხებოდა.

საკუთარი უნიკალური კოლექციის გამოსამზეურებლად ფრანკი საკუთარ სახლში საგანგებოდ ადაპტირებულ ოთახებს იყენებდა.

ცნობილი ტილოების გარდა, ის რარიტეტულ ავეჯსაც ყიდულობდა.

ფრიკის სახლი რამდენჯერმე გადაკეთდა, მაგრამ პიროვნების შემომედებითი გემოვნების ამსახველი ატმოსფერო ახლაც სუფევს.

1919 წელს ჰენრი ფრიკი გარდაიცვალა. ანდერძის ტანახმად, გრანდიოზული სახლი, მასში დაცული ხელოვნების ნიმუშთა უნიკალური კოლექცია, რარიტეტული ავეჯი და სხვა ნივთები მისივე სახელობის მუზეუმის საკუთრება უნდა გამხდარიყო.

მდიდრული სახლი მუზეუმად მას შემდეგ გადაკეთდა, რაც მისი მეუღლე ადელაიდა გარდაიცვალა. ფრიკის ქალიშვილმა, ჰელენ კლეი ფრიკმა, როგორც მუზეუმის მეურვემ, 1920 წელს ფრიკის სახელობის ხელოვნების ისტორიის საცნობარო ბიბლიოთეკა დააარსა.

ფრიკის კოლექცია ანუ მუზეუმი ოფიციალურად 1935 წელს გაიხსნა და ნიუ-იორკის ყველაზე ღირსშესანიშნავ კულტურულ კერად იქცა.

ფრიკის მუზეუმმა ქალაქის „ფარული მარგალიტის“ სტატუსი დაიმკვიდრა, რომელსაც ყოველწლიურად თითქმის 300 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

თუ მსოფლიოს მუზეუმები გაინტერესებთ, თქვენთვის საინტერესო სიახლე იქნება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი წიგნი - "მუზეუმები".
ოუენ ჰოპკინსის წიგნ-ალბომში გაეცნობით მუზეუმების ისტორიებს დასაბამიდან დღემდე.

დაათვალიერეთ და ისიამოვნეთ მაღალი ხარისხის, ფერადი ფოტოებით. წიგნის გვერდები მსოფლიოში ცნობილ საოცარ მუზეუმებში გამოგზაურებთ. წიგნის შეძენა შეგიძლიათ როგორც "ბიბლუსის" ქსელში, ასევე ონლაინ.