ჩვენი ყოველდღიურობა ხშირად გვაგრძნობინებს თავს ისე, თითქოს უსასრულო ბორბალში ვტრიალებთ. დატვირთული სამუშაო გრაფიკი, სტრესი და ქაოსური გარემო სხეულსაც და გონებასაც ერთნაირად ამძიმებს.
სწორედ ასეთ დროს იქცევა განსაკუთრებულ ღირებულებად სივრცე, სადაც შეგიძლია დროის შეჩერება, ენერგიის აღდგენა და საკუთარი თავისთვის ნამდვილი საჩუქრის გაკეთება.
თბილისში ასეთი ადგილი ნამდვილად არის – „ჯინო სპა და ველნესი“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან თერაპიასა და უნიკალურ გამოცდილებებს.
რას მოიცავს „ჯინოს“ სპა და ველნეს სივრცეები?
მრავალფეროვანი საუნები და ჰიდროთერაპია
ჯინოს სპა სივრცე იწყება ექვსი განსხვავებული ტიპის საუნით, სადაც თითოეული პროცედურა უნიკალური ეფექტით გამოირჩევა.
ყველა საუნის საერთო მიზანია დეტოქსის ფუნქცია. ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნა, თუმცა თითოეულს თავისი დამატებითი სარგებელი აქვს: ზოგი ამშვიდებს, ზოგი კანს აუმჯობესებს, ზოგი კი სასუნთქ სისტემას აძლიერებს.
ტრადიციული საუნების გარდა, აქ დაგხვდებათ:
• ტეპიდარიუმი – გამთბარი ქვის სავარძლებით, რომელიც განტვირთვასა და სტრესის მოხსნას უწყობს ხელს.
• ცივი აუზი და ცხელი ვირპული – კონტრასტული გამოცდილება სხეულის ტონუსისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
• ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით – ადგილობრივი მასაჟის ეფექტით.
• Ice Hill – ცივი გამოქვაბული – სივრცე, სადაც სხეული გრილი წყლისა და ჰაერის შეხებით სტიმულირდება და ენერგიით ივსება.
სპა სივრც��ს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჭექა-ქუხილისა და სხვადასხვა ეფექტის ატრაქციის საშხაპეები , სადაც წყლის ჭავლი, შუქი და ხმოვანი ეფექტები ერთად ქმნის სრულიად ახალ შთაბეჭდილებას.
ოქროს თერაპია – ა��ექსანდრე მაკედონელის სავარძელი
ჯინოს სავიზიტო ბარათად იქცა 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი, რომელიც ისტორიულ ლეგენდას უკავშირდება: ამბობენ, რომ მაკედონელი სწორედ თბილი ოქროს უნიკალური თვისებებით იშუშებდა ბრძოლებში მიყენებულ ჭრილობებს. დღეს ეს თერაპია განტვირთვას, სისხლის მიმოქცევის გააქტიურებასა და სხეულის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას ემსახურება.
მარილის სივრცე და სენსორული ვირპულები
სპა სივრცეში კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი არის მარილ ბარი, რომლის კედლებშიც ჰიმალაური მარილის ქვებია ჩაშენებული. მარილი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით — ის ამაგრებს სასუნთქ სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს და კანსაც სასიკეთოდ მოქმედებს.
ექსელენთ სივრცე – პრივატული სპა გამოცდილება
თუ გსურთ უფრო ინტიმური და დახურული გარემო, ჯინოს აქვს ექსელენთ სივრცე, რომელიც იდეალურია ნიშნობისთვის, ქორწილისთვის, მეგობრების წვეულებისთვის ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევისთვის.
აქ დაგხვდებათ:
• ლუდის აბაზანა – თბილი ლუდის ექსტრაქტით სავსე აბაზანა, სადაც სტუმრებს ცივი ლუდის დეგუსტაციაც შეუძლიათ.
• კლეოპატრას ოქროს აბაზანები – 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული აბაზანები, რომლებიც ივსება რძით, ყვავილებითა და ღვინის ექსტრაქტით.
• კრიო საუნა – უნიკალური სივრცე ამიერკავკასიაში, თოვლცვენის ეფექტით. სიცივის ზემოქმედება სტრესს ქმნის, რის შედეგადაც სისხლძარღვები ვიწროვდება, ხოლო ორგანიზმი იწყებს განახლებულ სისხლის მიწოდებას შინაგან ორგანოებზე. შედეგი: გაუმჯობესებული კანის სტრუქტურა, უჯრედების განახლება და ენდორფინების — „ბედნიერების ჰორმონის“ გამოყოფა.
ექსელენთ სივრცეში ასევე განთავსებულია მოსასვენებელი ოთახი ქვის გამთბარი სავარძლებით, საუნები სხვადასხვა ეფექტითა და შხაპები დამატებითი ატრაქციებით. სტუმრებს ამავე დროს სრული წვდომა აქვთ აკვაპარკსა და სპა სივრცის სხვა სერვისებზე.
მეტი, ვიდრე უბრალოდ სპა
ჯინო სპა და ველნესი არის ადგილი, სადაც ჩვეულებრივი დასვენება ნამდვილ რიტუალად იქცევა. აქ თითოეული დეტალი გათვლილია ისე, რომ სხეულს, გონებასა და ემოციას ერთდროულად დაეხმაროს. მრავალფეროვანი საუნები, ოქროს თერაპია, მარილის ბარი, სენსორული ვირპულები და ექსელენთ სივრცე ქმნის გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიური სტრესის ფონზე ნამდვილ ბალანსს და სიმშვიდეს გაძლევთ.
ექსელენთ სივრცის სტუმრებს ასევე სრულად აქვთ წვდომა „ჯინოს“ აკვაპარკსა და სპა სივრცეზე.
ჯინო სპა და ველნესი — ეს არის გზა საკუთარი თავის მოვლისკენ და განახლებისკენ.