Loading

რა შეცვალა ქუთაისში ნარჩენების მართვის 5 წლიანმა გეგმამ თამარი ქავთარაძე/ნანა თევდორაძე

ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს . ეს საკი��ხი მჭიდრო ბმაშია გარემოსა და შესაბამისად ჩვენს ჯამრთელობასთან . პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სწორედ ნარჩენებით დაბინძურებული გარემო წარმოშობს. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ვალდებულება აიღო ჩამოაყალიბოს ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც შესაბამისი იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების ეტაპობრივად სეპარირების ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის ქუთაისსაც.

მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა დაამტკიცა.

გეგმის მიხედვით ქუთაისში უკვე უნდა მიმდინარეობდეს ისეთი სახის ნარჩენების განცალკავეული შეგროვება, როგორიცაა პლასტიკი, ქაღალდი და მინა, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

ამ ეტაპზე ქუთაისში მხოლოდ პლასტიკის განცალკავებული შეგროვებისთვისაა კონტეინერები განთავსებული (150), რაც შეეხება მინას, მისი სეპარირება-შეგროვება არ ხდება, ქაღალდის ამოღებას კი მუნიციპალიტეტი, მხოლოდ ცალკეულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს.

მოცემულ მდგომარეობას ადასტურებს ქუთაისის მერიის ეკოლოგიის და მყარი ნარჩენების განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ ტყაბლაძე .

ქუთაისში არსებულ მდგომარეობას ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა კარგად ასახავს. ნაგავშემკრები კონტეინერები უმეტესწილად სწორედ მუყაოს ნარჩენებითაა სავსე, რაც ყუთების სწრაფ გადავსებას და საბოლოო ჯამში ანტისანიტარიასა და გარემოს ნარჩენებით დაბინძურებას იწვევს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მიუსაფარი ცხოვლების საკითხი. მშიერი ცხოველებისათვის ნაგავშემკრები კონტეინერები საკვების მოსაპოვებლად ერთგვარი "სა��ოთხეა" , რაც ნარჩენების გარემოში უფრო მეტად გაბნევასა და დაბინძურებას განაპირობებს.

ქუთაისი-გრიშაშვილის ქუჩა
ქუთაისი-დუმბაძის ქუჩა
ქუთაისი-წმინდა ნინოს ქუჩა
ქუთაისი-ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა
ქუთაისი-კოტე მესხის ქუჩა
ქუთაისი-გრიშაშვილის ქუჩა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სეპარირება , ნარჩენების განცალკავებული შეგროვება და შემდგომ მისი რეციკლირება ანუ გადამუშავება ამცირებს იმ ნარჩენის ოდენობას, რომელიც საბოლოოდ ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც თავის მხრივ ამცირებს ნაგავსაყრელზე სათბური აირების წარმოქმნას და გამოყოფას. რეციკლირების პროცესი ასევე მნიშვნელოვანია , რადგან ყოველწლიურად იზრდება ნარჩენების ოდენობა, რაც მათი განთავსების პრობლემას წარმოშობს.

მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების დინამიკა ქ.ქუთაისში, 2019-2021 წწ ასეთია:

წყარო: ანგარიში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მეერ ნარჩენების რეციკლირება/კომპოსტირების დანერგვისთვის განხორციელებული საქმიანოსბის შესახებ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ნარჩენები, ისევე როგორც მთლიანად იმერეთის ამ ეტაპზე ნიკეას ნაგავსაყრელზე ბინავდება.

როგორც ხათუნა ჩიკვილაძე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი აცხადებს, ნარჩენები ნაგავსაყრელზე შეტანისას სტანდატების მიხედვით იტკეპნება და მიწით იფარება , თუმცა ქარის დროს ირგვლივ მიმოფანტული პოლიეთილენის პარკები და სუნიც იმას მოწმობს, რომ ეს საკმარისი არაა.

დაწყებულია ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაზე მუშაობა. ამისათვის უკვე შეირჩა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანთან არსებული ტერიტორია . მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება . მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2025 წლის ბოლოსათვის იგეგმება. საუბარია ე.წ "ჭიშკრის გასახადის" დაწესებაზეც , რისი ოდენობაც სამთავრობო დონეზე უნდა დამტკიცდეს, აცხადებს ჩიკვილაძე. ამან ერთგვარად უნდა წაახალისოს კიდეც სეპარირება-რეციკლირების პროცესი, რადგან ნაკლები ნარჩენი ნაკლებ გადასახადთან იქნება დაკავშირებული.

უნდა აღვნიშნოთ რომ ნარჩენების მართვის გეგმა საკომპოსტე იგივე მწვანე ნარჩენების შესაგროვებელი მოედნის მოწყობასა და აღჭურვას ითვალიწინებდა, რაც შესრულდა და მოქმედია. საკომპოსტე მოედანი ავტოქარხნის ბოლოს მდებარეობს . იქ, სადაც ახლა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარია განთავსებული.

საკომპოსტე იგივე მწვანე ნარჩენების პოლიგონი 2021 წელს გაიხსნა . უკვე მიღებულია მზა კომპოსტიც , რომელიც ანასეულის ლაბორატორიაში გაიგზავნა. არჩილ ტყაბლაძის თქმით ის ხარისხით გაცილებით სჯობს იმპორტირებულ პროდუქტს.

რეგიონში მხოლოდ ქალაქ ქუთაისს გააჩნია მწვანე ნარჩენების საკომპოსტე ცენტრი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი არის ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავების (კომპოსტირების) გარემოსდაცვითი ნებართვა აქვს .
საკომპოსტე ცენტრი სრულად არის აღჭურვილი ძირითადი მანქანებითა და ტექნიკური მოწყობილობებით,
ქუთაისის საკომპოსტე ცენტრის საპროექტო მწარმოებლურობა შეადგენს 2000 ტონა მზა კომპოსტს წელიწადში. მიღებული კომპოსტი გამოყენება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ობიექტების ნიადაგის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული საკომპოსტე ცენტრი საშუალებას მისცემს ქუთაისის მუნიციპალიტეტს შეამციროს ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობა არანაკლებ 10 %-ით.

პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეთა უმეტესობა საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას ქუთაისში მწვანე ნარჩენების მოედნის არსებობის შესახებ, შესაბამისად ისინი მოგროვებულ მწვანე ნარჩენს ან სანგავე ურნებში ყრიან ან უბრალოდ წვავენ, რაც მძიმე ზიანს აყენებს გარემოს და დაჯარიმებადია.

არ ხდება მოსახლეობიდან მწვანე ნარჩენების ამოღება

ამ ეტაპზე საკომპოსტე მოედანი , მხოლოდ ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს მიერ შეტანილი მწვანე ნარჩენების გადამუშავებით ფუნქციონირებს.

2018-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით ასევე უნდა შექმნილიყო ინერტული მასალების პოლიგონი, თუმცა ეს პუნქტი ვერ შესრულდა.

მდგომარეობიდან მოქალაქეებმა კი მარტივი გამოსავალი იპოვეს. ისინი სამშენებლო ნარჩენებით გარემოს აბინძურებენ.

ასეთია შედეგები, რომელიც ქუთაისმა 5 წლის თავზე მიიღო . ვერ ვიტყვით რომ არაფერი გაკეთებულა, თუმცა ფაქტია რომ მდგომარეობა სახარბიელოც არაა. ქალაქის მასშტაბით ამ ეტაპზე განთავსებული არაა, არც ქაღალდის, არც მინის ნაგავშემკრები ურნები, ხოლო პლასტიკის ყუთებშიც უკვე ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ტიპის ნარჩენს.

არ გვაქვს ინერტული მასალების პოლიგონი , რაც გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია , ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შეცვლილ ცნობიერებას , რაც 5 წლიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკვე 2025 წლისათვის კი ნარჩების წყაროებთან სეპარაციის სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს, რისი განხორციელებაც უპირველეს ყოვლისა მოსახლეობისაგან მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოქალაქეებმა უნდა დაინახონ და გააცნობიერონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეციკლირების პროცესი . მნიშვნელოვანია მოქალაქეთა წახალისებაც, მეთოდებით, რომელსაც მაგალითად ნორვეგიაში იყენებენ,

თუმცა არის კიდევ ერთი ხერხიც , თქვენ რას ფიქრობთ ?